ბუნდესლიგა. IV ტური: მოულოდნელი და მოსალოდნელი ლიდერი [VIDEO]

AutoSharing Option
  • გრანდებმა მოულოდნელი კონკურენტი მიიღეს "ჰანოვერის" სახით.
  • "დორტმუნდს" ჯერაც არ გაუშვია გოლი და პირველია ამ სეზონში, რომელმაც ერთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
  • "ბაიერნმა" ისევ არ წააგო, როცა თომას მიულერმა გოლი გაიტანა. ეს სერია 75 შეხვედრას უდრის.

ბაიერნი-მაინცი
"ბაიერნში" ისევ არასტაბილური სიტუაციაა და ამჯერად, ყველაზე განსახილველი თემა გახდა რობერტ ლევანდოვსკის სურვილი - მომავალ ზაფხულს "რეალს" შეუერთდეს, მაგრამ შაბათის მატჩზე ამ ჭორებს გავლენა არ მოუხდენია და "მაინცთან" შეხვედრის ბედი უკვე პირველ ტაიმში გარკვეული იყო.

საფინალო სასტვენისთვის "ბაიერნის" წინა ხაზის ყველა მოთამაშეს შესრულებული ჰქონდა
თუნდაც ერთი დარტყმა "მაინცის" კარში. თავისი გოლი გაიტანა თომას მიულერმა, რომელმაც საკუთარი სათამაშო დროის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, არიენ რობენმა კი 2015 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, შეძლო გოლის გატანა მარჯვენა ფეხით.

და, რა თქმა უნდა, უგოლოდ არ დარჩა ლევანდოვსკი, მით უმეტეს, რომ პოლონელისთვის ეს იყო ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი "ბაიერნის" შემადგენლობაში. ფორვარდმა დუბლი შეასრულა, მაგრამ მატჩის გმირი მაინც ჯოშუა კიმიხი იყო, რომელმაც სამი საგოლე პასი მიითვალა. უკანასკნელად, "ბაიერნის" მცველს ამგვარი ჰეთ-თრიკი შვიდი წლის წინ ჰქონდა, როცა პრანიჩმა შეძლო სამ გოლში მონაწილეობა.

ლაიპციგი-გლადბახი
თუ მიუნხენში ინტრიგა არ ყოფილა, ლაიპციგში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა ორი თითქმის თანაბარი კლასის გუნდს შორის, რომლებიც ბოლომდე გამოაცხადებენ პრეტენზიას ევროთასების საგზურზე. როგორც ჩანს, "ლაიპციგს" უჭირს შარშანდელ სეზონში მოპოვებული პოზიციების შენარჩუნება დამატებითი საჩემპიონთალიგო დატვირთვის გამო.

ერთი მხრივ, გუნდი კარგია შეტევაში, ხოლო ვერნერმა შარშანდელი სამი გოლის შემდეგ ისევ გაუტანა "გლადბახს", მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრი აუხსნელი შეცდომაა დაცვაში. მაგალითად, ბერნარდმა რამდენიმე წუთის ინტერვალით შედეგიანი პასი შეასრულა და საკუთარ კარში პენალტის ორგანიზება შეძლო. გარდა ამისა, მასპინძლებმა შტინდლს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს, როცა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაკარგეს ბურთი.

ასევე გუნდი დააღალატა "ლივერპულის" მომავალმა მოთამაშემ, კეიტამ, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო და არ მისცა თავის გუნდს საშუალება, დაწეოდა ცხრილში ორი საათით ადრე წინ წასულ "შალკეს".

დორტმუნდი-კიოლნი
"ჰანოვერი" მხოლოდ ორი დღე იყო ლიდერის რანგში. "დორტმუნდმა" არ დაინდო "კიოლნი" და ზედიზედ მეოთხე მარცხი აგემა მას, თანაც ისე, რომ ოთხი ტურის შემდეგ "თხებს" მეორე ყველაზე ცუდი სტარტი გამოუვიდათ ბუნდესლიგის ისტორიაში - 0 ქულა და ბურთების სხვაობა - "მინუს 11" (1963-64 წლების სეზონში, "კარლსრუეს" ბურთების სხვაობა "მინუს 13" ჰქონდა).

დუბლები შეასრულეს მაქსიმილიან ფილიპმა და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. ამ უკანასკნელს ამჟამინდელი ბუნდესლიგის ყველა გუნდისთვის ჰქონდა გოლი გატანილი, გარდა "კიოლნისა" და გაბონელმა ეს გაუგებრობაც მოაგვარა.

აღსანიშნავია, რომ "კიოლნმა" პირველად წააგო "დორტმუნდთან" პეტერ შტიოგერის მთავარი მწვრთნელობის დროს. ახალ სეზონში ავსტრიელი სპეციალისტი სამუშაოს დაკარგვის პირველი კანდიდატი გახდა.

ფაქტები გერმანიიდან
  • რვა დარტყმა დასჭირდა ოგუსტენს ბუნდესლიგაში პირველი გოლის გასატანად.
  • "ლაიპციგმა" ამ ჩემპიონატში პირველად გაიტანა პირველ ტაიმში.
  • ბრიილ ემბოლო 336-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა "შალკეს" შემადგენლობაში.
  • "შალკემ" ორივე გოლი კუთხურიდან გაიტანა, არადა, გასულ სეზონში კუთხურიდან ჯამში ორი გოლი ჰქონდა გატანილი.
  • მარტინ ჰარნიკს შარშან, "შტუტგარტში" მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა მთელი სეზონის განმავლობაში, ამჯერად კი მის ანგარიშზე უკვე სამი გოლია ოთხ ტურში.
  • "ჰანოვერი" 16 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება და ეს არის საუკეთესო მოქმედი სერია გერმანულ პროფესიულ კლუბებს შორის.
  • ოთხ მატჩში ექვსი ქულა - საუკეთესო სტარტია "აუგსბურგის" ისტორიაში.
  • "აინტრახტის" ბოლო რვა გოლი რვა სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა.
  • "გლადბახს" ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (3 მოგება, 6 ფრე).
  • 21 წლის, 6 თვისა და 10 დღის ტიმო ვერნერს 38 გოლი დაუგროვდა ბუნდესლიგაში. ისტორიაში ამაზე ახალგაზრდა ასაკში მხოლოდ სამ მოთამაშეს გაუტანია უფრო მეტი.
  • კევინ ფოლანდმა პირველი დუბლი შეასრულა 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ.
  • ძმებმა - ლარს და სვენ ბენდერებმა პირველად ითამაშეს ერთად 3061 დღის შემდეგ.
  • ჰოფენჰაიმელი ანდრეი კრამარიჩი ოთხი ტურია გოლის ან შედეგიანი პასის გარეშე არ ტოვებს მოედანს (2 გოლი+2 გადაცემა).
  • "დორტმუნდი" 40 მატჩია შინ არ მარცხდება.

ჰანოვერი-ჰამბურგი 2:0
გოლები: 1:0 ჰარნიკი (50), 2:0 ბებუ (82)
ჰანოვერი: ტშაუნერი - კორბი, ს. სანე, ფელიპე (14. ბებუ), ოშტრჩოლეკი - ანტონი, შვეგლერი - ჰარნიკი (84. ჰიუბერი), ბაკალორცი, ქარამანი (78. კლაუსი) - ფიულკრუგი.


ბაიერნი-მაინცი 4:0
გოლები: 1:0 მიულერი (11), 2:0 რობენი (23), 3:0 ლევანდოვსკი (50), 4:0 ლევანდოვსკი (77)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი (62. ზიულე), ჰუმელსი, რაფინია - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (72. რუდი) - რობენი (62. რიბერი), მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.


აინტრახტი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 0:1 მაქსი (21), 0:2 კაიუბი (77), 1:2 იოვიჩი (79)


შტუტგარტი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 აკოლო (42)


ვერდერი-შალკე 1:2
გოლები: 1:0 ლ. სანე (20), 1:1 ველიკოვიჩი (22-საკ. კარში), 1:2 გორეტცკა (83)
შალკე: ფერმანი - კერერი, ნალდო, ნასტასიჩი - დ. კალიჯური, სტამბული (46. ბენტალები), გორეტცკა, ოშჩიპკა - ჰარიტი (80. ემბოლო), კონოპლიანკა (61. დი სანტო) - ბურგშტალერი.


ლაიპციგი-გლადბახი 2:2
გოლები: 1:0 ვერნერი (17), 1:1 ტ. აზარი (25-პენ), 2:1 ოგუსტენი (31), 2:2 შტინდლი (61)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ილსკანერი, უპამეკანო, ბერნარდო - ლემერი, კეიტა - კამპლი (76. ბრუმა), ფორსბერგი (85. პოულსენი) - ვერნერი, ოგუსტენი (58. დემე).
გაძევება: კეიტა (84. ლაიპციგი)


ჰოფენჰაიმი-ჰერტა 1:1
გოლები: 1:0 ვაგნერი (6), 1:1 ესვაინი (55)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ნორდტვეიტი, ფოგტი, ჰიუბნერი - კადერჟაბეკი (74. პასლაკი), ცუბერი (82. ნ. შულცი) - გაიგერი - დემირბაი, ამირი - კრამარიჩი, ვაგნერი (61. უტი).


ლევერკუზენი-ფრაიბურგი 4:0
გოლები: 1:0 ფოლანდი (21), 2:0 არანგისი (29), 3:0 ფოლანდი (34), 4:0 ბრანდტი (86)
ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი (63. ჰენრიხსი), რეტსოსი, ს. ბენდერი, ვენდელი - კორი (79. ბაუმგარტლინგერი), არანგისი - ბელარაბი (71. მეჰმედი), ბრანდტი - ჰავერცი - ფოლანდი.


დორტმუნდი-კიოლნი 5:0
გოლები: 1:0 ფილიპი (2), 2:0 პაპასტატოპულოსი (45+2), 3:0 ობამეიანგი (59-პენ), 4:0 ობამეიანგი (60), 5:0 ფილიპი (69)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, თოფრაქი, ზაგადუ - შაჰინი (67. ვაიგლი) - გონსალო კასტრო, დაუდი - იარმოლენკო (66. პულიშიჩი), ობამეიანგი (85. ისაკი), ფილიპი.


ბომბარდირები: 5 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), 4 - ვერნერი (ლაიპციგი), ობამეიანგი (დორტმუნდი), ფინბოგასონი (აუგსბურგი); 3 - ლეკი (ჰერტა), უტი (ჰოფენჰაიმი), ჰარნიკი (ჰანოვერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული