ცოტა ხნის წინ პოლონელმა საჯაროდ გააკრიტიკა კლუბის ბოსები იმის გამო, რომ ისინი არ შეესაბამებოდნენ "პარი სენ-ჟერმენსა" და "ბარსელონას" სატრანსფერო ბაზარზე; აგრეთვე, განაცხადა, რომ დღეს ფეხბურთში უფრო მნიშვნელოვანია ფული და წარმატება, ვიდრე საკლუბო ფილოსოფიის მიმართ ერთგულება.
აღნიშნავენ, რომ რობენმა ლევანდოვსკის სიტყვები ეგოიზმის გამოვლინებად მიიჩნია.
ადრე მიუნხენელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს დიდი თანხების დახარჯვას სატრანსფერო ბაზარზე და აქცენტს საკუთარი ფეხბურთელების აღზრდაზე გააკეთებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)