ავტორიტეტული გერმანული საინფორმაციო საშუალება წერს, რომ 33 წლის კისლინგი ძველებურად მოტივირებული ვეღარ არის. ამის მთავარი მიზეზი კი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰაიკო ჰერლიხისგან უნდობლობაა, რომელიც ბოლო პერიოდში აშკარაა.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში კისლინგმა მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივე შემთხვევაში შეცვლაზე შევიდა. მის ანგარიშზე არც გოლი ან საგოლე პასია. კისლინგს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"