რაფინიას "ბაიერნიდან" წასვლა უნდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მცველი რაფინია კლუბის შეცვლაზე ფიქრობს. ის არ არის დარწმუნებული, რომ გერმანულ გრანდში იმდენი სათამაშო პრაქტიკა ექნება, რამდენიც სურს.

"სეზონის დაწყების წინ წინადადებები მქონდა გერმანული და ესპანური კლუბებიდან. "ბაიერნში" ყველამ იცის, რომ შეუძლიათ, დამეყრდნონ. ეს გუნდი ჩემს გულშია და მისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. მეორე მხრივ, აქ ყველამ კარგად იცის, რომ თამაში მინდა. ეს მაიძულებს, ჩემს მომავალზე ვიფიქრო", - თქვა ბრაზილიელმა მცველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული