დეივმა ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო და მასზე დიდ იმედებს ამყარებს მწვრთნელი პალ დარდაი. გუშინ სელკე საწვრთნელ ბაზაზე ორადგილიანი სკუტერით (Vespa Sprint 50) მივიდა.
როგორც თქვა, ასეთი სკუტერები ყოფილ გუნდში ყველა ფეხბურთელს აჩუქეს, თავის მეგობარ გოგონასთან ეველინთან ერთად ადვილად გადაადგილდება ქალაქში და საცობების პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.