ოფიციალურად: "ბაიერნმა" ანჩელოტი დაითხოვა

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალური განცხადების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონის ანალიზი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "პარი სენ-ჟერმენთან" წაგების (0:3) შემდეგ გააკეთა. ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ "ბაიერნის" საამსეზონო თამაში მოლოდინებს არ შეესაბამება.

კარლო ანჩელოტის მსგავსად, "ბაიერნიდან" გაუშვეს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები - დავიდე ანჩელოტი, ჯოვანი მაური, ფრანჩესკო მაური და მინო ფულკო. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე კი გუნდს ვილი სანიოლი უთავკაცებს. სწორედ მას ვიხილავთ 1-ელ ოქტომბერს, ბერლინში, "ჰერტასთან" გასამართი მატჩის დროს
მიუნხენელთა სათადარიგოთა სკამზე.

ანჩელოტის სავარაუდო შემცვლელებად კი თომას ტუხელი და იულიან ნაგელსმანი სახელდებიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
გულს ნუ გაიტეხთ "ბაიერნის" ქომაგებო,ანჩელოტი წავიდა?- გუგავა მოვა!
"რიგითი გულშემატკივარი"
20:17 28-09-2017
2
რა დააშავა ამ კაცმა, მესამე ადგილზეა და შეიძლება პირველიც გახდეს მალე. ჩემპიონთა თასს იგებს ის ვისაც უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს. უყიდონ ფეხბურთელები და მოიგებს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული