"ბაიერნის" ფინანსურ დირექტორს შეიძლება თითების ამპუტაცია დაჭირდეს

AutoSharing Option
ავსტრიაში ნადირობაზე მყოფ მიუნხენის "ბაიერნის" ფინანსურ დირექტორს იან-კრისტიან დრეზენს თოფი მხრიდან ჩამოუვარდა, ტყვია გაუვარდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც იუწყებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არაა გამორიცხული, რამოდენიმე თითის ამპუტაცია დაჭირდეს.

კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ მომხდარმა ფაქტმა ყველა შეაშინა, თუმცა რაც მთავარია, იან-კრისტიანი გადარჩა და "რეკორდმაისტერის" ყველა თანამშრომლის სახელით მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

დრეზენი, რომელსაც "ციფრთა მეუფეს" უძახიან, კლუბში ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს განაგებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული