იუპ ჰაინკესი მიუნხენის "ბაიერნში" ბრუნდება

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, გადაყენებული კარლო ანჩელოტის ნაცვლად მიუნხენის "ბაიერნს" მისი ყოფილი მწვრთნელი, 72 წლის იუპ ჰაინკესი ჩაიბარებს და სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, იუპი 2013 წელს გერმანიის ჩემპიონატის, გერმანიის თასის, ჩემპიონთა ლიგის და ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ გაუშვეს პენსიაზე.

ჰაინკესი "რეკორდმაისტერს" 1987-1991, 2009 და 2011-2013 წლებში თავკაცობდა.

ასე და ამგვარად, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობამ ტომას ტუხელის, ლუი ვან გაალის, ლუის ენრიკეს და იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებზე უარი თქვა და გუნდს კვლავ ჰაინკესი დამოძღრავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეუბნებით, ბაიერნში ბრეჟნევისეული ეპოქაა. მალე შეიძლება მათეუსი, ბასლერი, ან სულაც ბეკენბაუერი დააბრუნონ.
მმმ
05 ოქტომბერი 2017 08:59
3
ტუხელს ალბათ რაღაც ძალიან ცუდი აქვს ჩადენილი ბორუსიამდე სადაც იყო იმ კლუბში. იქნებ გაარკვიოთ და გაგვაგებინოთ.
emigranti
05 ოქტომბერი 2017 02:05
0
ტუხელი ისეთი ტიპია, არავის აუფროსებს, რაც ჰონესს, რა თქმა უნდა, არ მოეწონება. სავარაუდოდ ამიტომ იკავებენ თავს მისი დანიშვნისგან.
გიორგიპირველი
05 ოქტომბერი 2017 11:40
0

სიახლეები პოპულარული