იუპ ჰაინკესმა "ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ასისტენტად ჰერმანის დანიშვნა მოსთხოვა

AutoSharing Option
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, 2013 წელს დამსახურებულ პენსიაზე გაშვებული იუპ ჰაინკესი თავპატიჟს იდებს და ამბობს, რომ მართალია, მიუნხენის "ბაიერნში“ დაბრუნება შესთავაზეს, მაგრამ 4.5 წელია არ უმუშავია, ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთი შეიცვალა და ჯერ არ გადაუწყვიტავს, ჩაიბაროს თუ არა გუნდი.

ამ დროს ცნობილი გახდა, რომ "რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას თავის ასისტენტად 65 წლის პიტერ ჰერმანის დანიშვნა მოსთხოვა. ჰაინკესი სადაც მუშაობდა, ყველგან თანაშემწედ ჰერმანი ყავდა, მისი მეგობარია და ამბობს, რომ ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ. პიტერს აქებს გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი, რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი კარგი
ადამიანი და პროფესიონალი იშვიათად უნახავს.

თუმცა, ამჟამად ჰერმანი მე-2 ბუნდესლიგის ლიდერ გუნდში, დიუსელდორფის "ფორტუნაში“ მუშაობს მწვრთნელის ფრიდჰელმ ფუნკელის ასისტენტად და კლუბის პრეზიდენტი რობერტ ფიშერი ამბობს, რომ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ თუ 1 მილიონ ევროს გადაუხდიან, „რეკორდმაისტერს“ უარს ვერ ეტყვის...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული