ჰაინკესი "ბაიერნის" გაწვრთნას ორშაბათს დაიწყებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად გამოაცხადა მწვრთნელად იუპ ჰაინკესის დანიშვნა, რომელსაც კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.

იუპი გუნდს მეოთხედ ჩაიბარებს და პირველ ვარჯიშს ორშაბათს ჩაატარებს. მან განაცხადა, რომ ეს დაბრუნება კი არა, მეგობრული სამსახურია, რადგან ამ კლუბის მიმართ ვალდებულია და თავს შესანიშნავად გრძნობს.

ჰაინკესს მიესალმება გუნდის ძველი გვარდია. იუპმა "რეკორდმაისტერში" უკან მიიყვანა კარლო ანჩელოტის მიერ სამსახურიდან დათხოვნილი ფიტნესის მწვრთნელი ჰოლგერ ბროისი და მოითხოვა თავისი ყოფილი ასისტენტის პიტერ ჰერმანის დაბრუნებაც, რომელიც ამჟამად მე-2 ბუნდესლიგის ლიდერ გუნდში დიუსელდორფის "ფორტუნაში" მუშაობს.

ბროისი და ჰერმანი
ჰაინკესთან 2009-წლიდან "ბაიერში" მუშაობდნენ და 2011 წელს "ბაიერნში" გადასვლისთანავე იუპმა თან წაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული