არ არის გამორიცხული, გუნდის პირველმა გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა ნახევარი წელი ვერ შეძლოს მოედანზე დაბრუნება. მეკარეს ტერფზე ოპერაცია გაუკეთეს და აღდგენა სწორედ ამდენ დროს დაიკავებს.
"ოპერაცია ჩატარდა ტერფის შიგნით პრობლემის გამო. აღდგენას, შესაძლოა, ნახევარი წელი დასჭირდეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზად ვიქნები", - განაცხადა ნოიერმა გერმანიის ტელევიზიის ეთერში.
ნოიერი ბოლოს მოედანზე 16 სექტემბერს იყო - ბუნდესლიგის მეოთხე ტურში, "მაინცის" წინააღმდეგ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"