გერმანელმა მეკარემ ბურთი სასქესო ორგანოთი მოიგერია

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის ლიდერმა დიუსელდორფის "ფორტუნამ" ბილეფილდის "არმინია" 2:0-ზე დაამარცხა და ამ გამარჯვებაში არაუკანასკნელი როლი ითამაშა მათი გუნდის მეკარემ რაფაელ ვოლფმა.

29 წლის ვოლფი ხუმრობს, რომ გამარჯვებაში წვლილი არამარტო მან, არამედ მისმა სასქესო ორგანომაც შეიტანა, რადგან მეტოქის დარტყმული ბურთი სწორედ ინტიმური ადგილით მოიგერია:"ბურთს გადევეღობე და სასქესო ორგანოზე მომხვდა. ჯოჯოხეთური ტკივილი მქონდა.ყინული დამადეს, ცოტა დავისვენე და ტკივილმა გამიარა".

მოკლედ, რაფაელმა ეს შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა, კარი მშრალად შეინახა და პატარა სპორტული გმირობა ჩაიდინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდე კაი, ის მეკარე ქალი არ იყო :)
მერაბი
16:16 19-10-2017
0

სიახლეები პოპულარული