მდევრის, "ბაიერნის" ამბავი უნდა მოვიკითხოთ.
შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურად ვერ მოუგო აპოელ-ს, ეს ტურნირი "დორტმუნდისთვის" დასრულებულია. აქედან გამომდინარე, გუნდმა აქცენტი ბუნდესლიგაზე უნდა გადაიტანოს. დორტმუნდელები ჩავლენ ფრანკფურტში, სადაც მათ კარგ ფორმაში მყოფი "აინტრახტი" ელის.
თუ მასპინძლები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ (მათი ერთადერთი დანაკლისი ფალეტია), "დორტმუნდის" შემადგენლობა ისევ განახევრებულია. ვერ ითამაშებენ პაპასტატპულოსი (დისკვალიფიკაცია), დურმი,
"ბაიერნი" ჩავა ჰამბურგში, სადაც თითქმის სულ იგებს. მასპინძლებს მხოლოდ ნიკოლაი მიულერი აკლიათ. ეს მაშინ, როცა "რეკორდმაისტერს" ნოიერი, რიბერი, ბერნატი და მარტინესი არ ეყოლება. მას შემდეგ, რაც "ბაიერნს" იუპ ჰაინკესი დაუბრუნდა, გუნდი ძალიან კარგად თამაშობს და გოლი გოლზე გააქვს. რაც მთავარია, მიუნხენურ გიგანტს " თამაშის სხვანაირი ხალისი ეტყობა და როცა ხასიათზეა, მისი შეჩერება ძალიან რთულია ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის.
ძალიან ყოჩაღი და თვალსასეირო "ლაიპციგი" საშინაო ასპარეზზე მიიღებს "შტუტგარტს". თუ აღმოსავლეთგერმანელთა ამჟამინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, ილსანკერის არყოფნა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების მესამეადგილოსნისთვის გადაუჭრელი პრობლემა არ უნდა იყოს.
მართალია, რამდენიმე ფეხბურთელი ორივე გუნდს აკლია, მაგრამ თვალსასეირო უნდა გამოდგეს "ვოლფსბურგისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრა. შესაძლოა, ამ მატჩში შედგეს "მგლების" შემადგენლობაში გერმანიის ნაკრების ფორვარდის, მარიო გომესის დაბრუნება, ვინც აქამდე ტრავმის გამო უქმობდა.
"ჰოფენჰაიმი" კი წლეულს ბუნდესლიგაში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას და თუ დაცვას მიხედავს, შეუძლებელი არაფერი იქნება, მით უმეტეს, რომ შეტევაში მართლაც შესანიშნავად გამოიყურება.
ფაქტები
- "შალკეს" მონაწილეობით ბოლო სამ მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გადის.
- "აინტრახტი" შესანიშნავ ფორმაშია: ბოლო 4 შეხვედრაში 9 ქულა მოაგროვა.
- "გლადბახმა" ბოლო სამ ბუნდესლიგურ შეხვედრაში დაამარცხა "ლევერკუზენი".
- "ლაიპციგი" და "შტუტგარტი" ბუნდესლიგაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
- "ჰამბურგმა" "ბაიერნს" ბუნდესლიგაში ბოლოს 2009 წელს მოუგო.
- "კიოლნსა" და "ვერდერს" ის აერთიანებთ, რომ ბუნდესლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ ორივე გუნდი პირველი გამარჯვების მოლოდინშია.
პარასკევი, 20 ოქტომბერი
შალკე-მაინცი 22:30
შაბათი, 21 ოქტომბერი
ლაიპციგი-შტუტგარტი 17:30
გლადხახი-ლევერკუზენი 17:30
აინტრახტი-დორტმუნდი 17:30
აუგსბურგი-ჰანოვერი 17:30
ჰამბურგი-ბაიერნი 20:30
კვირა, 22 ოქტომბერი
კიოლნი-ვერდერი 15:30
ფრაიბურგი-ჰერტა 17:30
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 20:00
ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"