"რომანი იდეალური სპორტსმენი და პიროვნებაა, ჩვენ მოგვწონს მისი თამაშის სტილი",-განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.
თავად 26 წლის ბიურკიმ თქვა, რომ კმაყოფილია ასეთი მაღალი დონის გუნდში თამაშით და მისთვის ესოდენ რთულ პერიოდში გამოცხადებული ნდობით.
აღვნიშნავთ, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობისათვის ჟურნალისტები აკრიტიკებენ.