ჰანოვერი-დორტმუნდი
ჰანოვერში ძალიან კარგად გამოჩნდა "დორტმუნდის" ბოლოდროინდელი პრობლემები. იმის თქმა არ შეიძლება, რომ პეტერ ბოშის გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს, მაგრამ იმ ფორმისგან შორსაა, რასაც სეზონის სტარტზე ჰქონდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ "ბორუსია" ბევრ მომენტს აფუჭებს. "ჰანოვერის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა მცველმა ზაგადუმ. სამაგიეროდ, კარგი მომენტები გააფუჭეს ფორვარდებმა, მაგალითად, იარმოლენკომ, რომელმაც ამას ემატება პრობლემები დაცვაში. საიმედო აღარ არის არა მხოლოდ დაცვის ხაზი, არამედ მეკარე ბიურკი. სწორედ მან დაუშვა საჯარიმოში სულელური შეცდომა, რასაც პენალტი მოჰყვა სტუმრების კარში.
დორტმუნდელთა კლასი არსად გამქრალა. ლიდერის უპირატესობა აშკარა იყო, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა: "ჰანოვერს" მხოლოდ 54 პროცენტი ჰქონდა პასების სიზუსტე, ცხრაჯერ მოხვდა ოფსაიდში, 17-ჯერ დაჯარიმდა და ბურთს 39 პროცენტით ფლობდა.
უბრალოდ, მასპინძლებმა რაც დაარტყეს, ყველაფერი გაიტანეს და ოთხეულშიც შეაღწიეს.
ბაიერნი-ლაიპციგი
ოთხი დღის განმავლობაში, "ბაიერნი" და "ლაიპციგი" ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ოთხშაბათს, თასის 1/16-ფინალში გამარჯვებული მხოლოდ პენალტების სერიის მეშვეობით გამოვლინდა. მაშინ "ხარები" მეორე ტაიმში უმცირესობაში დარჩნენ კეიტას გაძევების გამო. ამჯერად, "ლაიპციგმა" კიდევ უფრო ადრე - მე-13 წუთზე დაკარგა ფეხბურთელი, როცა ორბანმა მიიღო წითელი ბარათი ერთი-ერთზე გასული რობენის წაქცევისთვის. გერმანიის ჩემპიონმა რიცხობრივი უპირატესობა ძალიან მალე გამოიყენა, როცა იმავე რობენმა ტერფის გარე მხრიდან ძალიან ლამაზი პასი მისცა ხამეს როდრიგესს.
ამ მომენტისა და იქვე "ლაიპციგის" საუკეთესო სნაიპერის, ვერნერის შეცვლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ იუპ ჰაინკესის გუნდი ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა. მიუნხენელებმა ზედიზედ მე-60 საშინაო შეხვედრაში გაიტანეს და 1982 წელს დამყარებულ რეკორდამდე 17 თამაში აქვთ დარჩენილი.
ეს სავსებით რეალური ორიენტირია, როცა შემადგენლობაში ლევანდოვსკი გყავს - პოლონელმა უკვე ათამდე აიყვანა თავისი გოლების რიცხვი და ამ სეზონში "ალიანც არენაზე" ხუთივე მატჩში აქვს გატანილი, რაც ბოლოს "ბაიერნის" რიგებში ელბერმა შეძლო 14 წლის წინ. და კიდევ, "ბაიერნის" საშინაო წაუგებელმა სერიამ ბუნდესლიგაში 27 მატჩს მიაღწია.
სხვა მატჩები
დაკარგეს ქულები ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე გუნდებმა. "ჰოფენჰაიმისთვის" თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა - მეექვსედ გაიტანა გოლი საჯარიმოს გარედან და მოიგო პირველი ტაიმი. მაგრამ "გლადბახი" წელს სრულიად ამოუცნობი და არასტაბილური გუნდია. წინა ტურში ამ გუნდმა ხუთი გოლი გაუშვა მეორე ტაიმში "ლევერკუზენისგან", ახლა კი სამი გოლი გაიტანა სტუმრად ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ და გაუსწრო მეშვიდე ადგილამდე ჩამოვარდნილ "ჰოფენჰაიმს".დასანანი ორი ქულა დაკარგა "შალკემ", რომელმაც ზედიზედ 21-ე საშინაო შეხვედრაში გაუტანა "ვოლფსბურგს" და არ გაატანინა 11-მეტრიანი გომესს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა. "ვოლფსბურგმა" დაამტკიცა, რომ მშვიდობის მოყვარე გუნდია - "მგლებმა" ზედიზედ მეექვსე ფრე ითამაშეს.
ფაქტები
- მაინცელი ბელის ავტოგოლი 999-ე იყო ბუნდესლიგის ისტორიაში.
- "ჰოფენჰაიმმა" პირველად ვერ მოიგო ზედიზედ ოთხი მატჩი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ.
- ბოლო ათი ოფიციალური მატჩიდან შვიდში "ჰოფენჰაიმი" ლიდერობდა, მაგრამ საქმე მოგებამდე ვერ მიიყვანა.
- შეწყდა ბუნდესლიგაში "ჰოფენჰაიმის" 22-მატჩიანი წაუგებელი სერია საკუთარ მოედანზე.
- "ჰამბურგის" მოთამაშე არპი 2000-იანებში დაბადებული პირველი ფეხბურთელია, ვინც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა. ის 17 წლის, 8 თვისა და 24 დღის იყო "ჰერტას" კარში გოლის მომენტში.
- ჩემპიონატის სტარტზე ორი მოგების შემდეგ "ჰამბურგმა" მომდევნო რვა შეხვედრაში ერთი ქულა აიღო.
- ლევერკუზენელებმა - ბეილიმ და სვენ ბენდერმა ზედიზედ მეორე ტურში შეძლეს გოლების გატანა.
- სვენ ბენდერმა პირველად გაიტანა სეზონში ორი გოლი.
- "კიოლნი" ამ სეზონში პირველად იყო დაწინაურებული მატჩში.
- "ლევერკუზენი" 15 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს, რაც ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა გერმანულ ლიგაში.
- ტოგოელმა ბებუმ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა.
- ავსტრიელმა მარტინ ჰარნიკმა მე-200 შეხვედრა ჩაატარა ბუნდესლიგაში.
- "დორტმუნდმა" პირველად ვერ მოიგო ზედიზედ სამი მატჩი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ.
- "დორტმუნდმა" ზედიზედ 23-ე მატჩში გაუტანა "ჰანოვერს", რითაც გაიმეორა "ლევერკუზენის" რეკორდი "ვერდერის" წინააღმდეგ.
- "ვოლფსბურგის" დამრიგებელი მარტინ შმიდტი პირველი მწვრთნელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვინც ახალ გუნდში მუშაობა ზედიზედ ექვსი ფრით დაიწყო.
- "ლაიპციგს" "ბაიერნთან" ბოლო ოთხ მატჩში სამჯერ გაუგდეს ფეხბურთელი. მიუნხენელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს.
- ხამეს როდრიგესმა პირველი გოლი გაიტანა "ალიანც არენაზე".
- "ბაიერნმა" ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო იუპ ჰაინკესის მისვლის შემდეგ: სამი ბუნდესლიგაში, თითო - ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზე.
- რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში ზედიზედ მეშვიდე სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა. პოლონელს 2017 წელს, 27 მატჩში 28 გოლი აქვს გერმანიის ჩემპიონატში.
- "ბაიერნი" ბუნდესლიგაში 27 მატჩია შინ არ მარცხდება - 21 მოგება, 6 ფრე. ეს ახალი საკლუბო რეკორდია. ბოლოს საკუთარ მოედანზე "ბაიერნი" 2016 წლის 2 მარტს, "მაინცთან" დამარცხდა (1:2).
- "ვერდერი" 13 მატჩია მოუგებელია ბუნდესლიგაში, რაც საკლუბო ანტირეკორდის გამეორებაა.
- "ვერდერმა" ამ სეზონის 10 მატჩიდან შვიდში ვერ შეძლო გოლის გატანა. გუნდი ბოლო ხუთი ტურია უგოლოდ ტოვებს მოედანს.
- "ვერდერმა" ამ სეზონში პირველად გაუშვა ორი გოლი.
- "აუგსბურგს" ბუნდესლიგაში ყველაზე მეტჯერ "ვერდერი" ჰყავს დამარცხებული - რვაჯერ.
- აუგსბურგელი მაქსი ლიგის ლიდერია 5 შედეგიანი პასით.
- "აუგსბურგის" ბოლო შვიდი გოლიდან ხუთი გრეგორიტშის ანგარიშზეა.
- "შტუტგარტი" 11 მატჩია შინ არ აგებს. ასეთი სერია ამ გუნდს 2006-07 წლების შემდეგ არ ჰქონია, როცა ბოლოჯერ გახდა ჩემპიონი.
- "შტუტგარტი" ამ სეზონში მეორეა შინ დაგროვებული ქულებით, მაგრამ ბოლოზეა გასვლაზე მოპოვებული ქულების რაოდენობით.
ბუნდესლიგა. X ტური
მაინცი-აინტრახტი 1:1
გოლები: 0:1 ბელი (37-პენ), 1:1 სერდარი (71)
ჰოფენჰაიმი-გლადბახი 1:3
გოლები: 1:0 დემირბაი (25), 1:1 ტ. აზარი (61), 1:2 გინტერი (79), 1:3 ვესტერგაარდი (82)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - აკროგუმა, ფოგტი, პოში (83. ოხსი) - კადერჟაბეკი (50. რუპი), გაიგერი, შულცი - დემირბაი, ამირი - უტი (35. კრამარიჩი), ვაგნერი.
ჰერტა-ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 შტარკი (17), 2:0 რეკიკი (50), 2:1 არპი (73)
შალკე-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბენტალები (43-პენ), 1:1 ორიჯი (90+3)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - დ. კალიჯური, მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარიტი (83. კონოპლიანკა), ბენტალები (77. მაკკენი) - დი სანტო (75. რესე), ბურგშტალერი.
ლევერკუზენი-კიოლნი 2:1
გოლები: 0:1 გირასი (23), 1:1 ბეილი (54), 2:1 ს. ბენდერი (74)
ლევერკუზენი: ლენო - რეტსოსი (46. ჰენრიხსი), ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი - ჰაფერცი (46. ალარიო), არანგისი - ბეილი, ბრანდტი - ფოლანდი.
ჰანოვერი-დორტმუნდი 4:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ჯონათასი (20-პენ), 1:1 ზაგადუ (27), 2:1 ბებუ (40), 2:2 იარმოლენკო (52), 3:2 კლაუსი (60), 4:2 ბებუ (86)
დორტმუნდი: ბიურკი - ბარტრა, პაპასტატოპულოსი, ზაგადუ, შმელცერი - შაჰინი (66. რაფაელ გერეირო) - იარმოლენკო (74. შიურლე), გონსალო კასტრო (46. კაგავა), გიოტცე, პულიშიჩი - ობამეიანგი.
გაძევება: ზაგადუ (59. დორტმუნდი)
ბაიერნი-ლაიპციგი 2:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ხამეს როდრიგესი (19), 2:0 ლევანდოვსკი (38)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი (84. რაფინია), ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი, რუდი - რობენი (86. ტოლისო), ტიაგო ალკანტარა, ხამეს როდრიგესი - ლევანდოვსკი (46. ვიდალი).
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰაოლშენბერგი - კეიტა, დემე - ზაბიტცერი (46. ბრუმა), ფორსბერგი (62. ლაიმერი) - პოულსენი, ვერნერი (22. კონატე).
გაძევება: ორბნი (13. ლაიპციგი)
ვერდერი-აუგსბურგი 0:3
გოლები: 0:1 გრეგორიტში (40), 0:2 ფინბოგასონი (45-პენ), 0:3 გრეგორიტში (61)
შტუტგარტი-ფრაიბურგი 3:0
გოლები: 1:0 გინჩეკი (38), 2:0 პავარდი (45), 3:0 ტეროდე (82)
გაძევება: ჩალგარ სოიუნჩუ (12. ფრაიბურგი)
ბომბარდირები: 10 - ობამეიანგი (დორტმუნდი), ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ფილიპი (დორტმუნდი), ფოლანდი (ლევერკუზენი), ვერნერი (ლაიპციგი), ჰარნიკი (ჰანოვერი), უტი (ჰოფენჰაიმი), ფინბოგასონი (აუგსბურგი), გრეგორიტში (აუგსბურგი).
მომდევნო ტური
პარასკევი. 3 ნოემბერი
აინტრახტი-ვერდერი
შაბათი. 4 ნოემბერი
ლაიპციგი-ჰანოვერი
ფრაიბურგი-შალკე
გლადბახი-მაინცი
აუგსბურგი-ლევერკუზენი
ჰამბურგი-შტუტგარტი
დორტმუნდი-ბაიერნი
კვირა. 5 ნოემბერი
კიოლნი-ჰოფენჰაიმი
ვოლფსბურგი-ჰერტა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"