ანჩელოტის გადადგომის შემდეგ სანიოლმა გუნდს ერთ მატჩში უხელმძღვანელა, მერე კი "რეკორდმაისტერი" იუპ ჰაინკესმა ჩაიბარა, ასისტენტებად თავისი ყოფილი თანაშემწეები მიიყვანა და სანიოლი უქმად დარჩა.
ვილის კლუბის სტრუქტურაში შესთავაზეს დასაქმება, თუმცა უარი განაცხადა და ბავარიული გუნდიდან წავიდა.
"ვილი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს როგორც ანჩელოტის კადრი. იუპს უნდა ყავდეს საკუთარი გარემოცვა. რთული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ყველანი ვილისთან ერთად ვთამაშობდით. რას იზამ, ასეთია სამუშაო",-განაცხადა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.