72 წლის მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე მიუნხენის "ბაიერნიდან" წავა:"დარჩენას არ ვაპირებ. იმედია, გუნდის ახალი თავკაცის არჩევისას ჩემს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.
აუცილებელია ახალი მწვრთნელი იყოს გამოცდილი და ავტორიტეტული. უნდა ფლობდეს გერმანულ ენას, რაც ფეხბურთელებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელია. ასეთი სპეციალისტები ჩვენთან არიან.
"ლაიპციგის" 21 წლის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი შარშანწინ უნდა შეეძინათ, როდესაც "შტუტგარტში" თამაშობდა. ჩვენთან ბევრ რამეს ისწავლიდა. აქ ფეხბურთელებთან სულ სხვანაირი მიდგომაა.
ჯოშუა კიმიხი "რეკორდმაისტერში" ვარსკვლავი გახდება. მას საამისო ყველა მონაცემი აქვს და კარგია, რომ იყიდეს".