ვერ გამოდგა ბოსი მთლად მაგარი ბოსი

AutoSharing Option
ვერც თავდამსხმელ ობამეიანგის დასჯამ ვერ უშველა დორტმუნდის "ბორუსიას", ვერც სანაკრებო პაუზამ და ბუნდესლიგის მე-12 ტურში გასვლაზე დამარცხდა "შტუტგარტთან".

ობასა და პულიშიჩის გარეშე დარჩენილი სტუმრები უილაჯოდ უტევდნენ და თან დებიუტში ბარტრასა და ბიურკის იაღლიშით მასპინძელთა ნახევარმცველმა აკოლომ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. 45+3-ე წუთზე შვაბური გუნდის მცველმა პავარმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. შურლეს დარტყმული ბურთი მეკარე ცილერმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ფილიპმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ბიურკიმ ბრეკალოს მიერ დარტყმული არაგასაშვები ბურთი გაუშვა და "ბორუსიამ" ისევ
წააგო. უკვე ხუთი ტურია არ მოუგია გერმანიის ჩემპიონატზე პეტერ ბოსის გუნდს, აქედან ოთხი მატჩი წააგო და ამ შეხვედრებში 14 გოლი გაუშვა, რაც ყველაზე უარესი შედეგია 1991 წლის შემდეგ. ამას გარდა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე "აპოელთან" ფრეს დასჯერდა.

ასე რომ, არაა გამორიცხული ბოსი მოხსნან, რომელიც სულაც ვერ გამოდგა მაგარი ბოსი და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - რას ერჩოდნენ ტომას ტუხელს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული