არიენ რობენი: კონტრაქტის გაგრძელება არ შემოუთავაზებიათ

AutoSharing Option
33 წლის ჰოლანდიელ ნახევარმცველს, არიენ რობენს მიუნხენის "ბაიერნთან" შრომითი ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და თქვა, რომ მოლოდინის რეჟიმშია:

"კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება არ მიწარმოებია, რადგან ჩემთან არავინ მოსულა და არაფერი შემოუთავაზებიათ. ამიტომ მშვიდად ველი მოვლენების განვითარებას.

გუნდში ჩემი დარჩენა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. არაუკანასკნელ როლს ითამაშებს ის, თუ ვინ იქნება მწვრთნელი".

არიენმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული