ბერტი ფოგთსი "ბაიერნის" ხელმძღვანელობას ურჩევს ზედმეტ ხელმომჭირნეობას თავი დაანებონ

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა და მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ არაერთხელ განაცხადეს, რომ ტრანსფერებზე დიდი ფულის დამხარჯავები არ არიან, რასაც არ ეთანხმება გერმანიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ბერტი ფოგთსი:

"სჯობს ერთხელ კარგი ფეხბურთელი 80-90 ევროდ შეიძინო, ვიდრე სამი საშუალო კლასისა 20-20 მილიონად. "რეკორდმაისტერს" შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. გუნდს ახალი სისხლი ესაჭიროება. აგრეთვე აუცილებლად ესაჭიროება ფლანგის შემტევები.

და რაც მთავარია - იქნებ მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებაზე დაიყოლიონ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული