"გუანჩჟოუ ევერგრანდი" მზად არის ობამეიანგის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც იგი 120 მილიონს მიიღებს.
ობამეიანგს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, სატრანსფერო მარკეტზე მისი ფასი 65 მილიონი ევროა.
ამ სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა 23 შეხვედრიდან 21 გოლი გაიტანა.