Sky Sports: ჩინური კლუბი "დორტმუნდს" ობამეიანგის ტრანსფერზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
ჩინური კლუბი, "გუანჩჟოუ ევერგრანდი" დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელი ფორვარდის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

"გუანჩჟოუ ევერგრანდი" მზად არის ობამეიანგის სანაცვლოდ 72 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც იგი 120 მილიონს მიიღებს.

ობამეიანგს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, სატრანსფერო მარკეტზე მისი ფასი 65 მილიონი ევროა.

ამ სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა 23 შეხვედრიდან 21 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დამთავრდა მაგის ვარსკვლავობაც.
სოსო
19:39 08-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული