ზბიგნევ ბონეკი: "ბაიერნში" მხოლოდ ნოიერი და ლევანდოვსკი არიან ვარსკვლავები

AutoSharing Option
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზბიგნევ ბონეკს მიაჩნია, რომ მიუნხენის "ბაიერნში" მხოლოდ მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი არიან ვარსკვლავები.

"ბაიერნში ორი ვარსკვლავია - ლლევანდოვსკი და ნოიერი. რობერტი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია. მიულერი სუპერმოთამაშეა, სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლება გამოიყენო, ყოველ მატჩში შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს. თუმცა, ვარსკვლავი არაა.

რიბერი და რობენი დიდხანს იყვნენ ვარსკვლავები, მაგრამ უკვე ახალგაზრდები აღარ არიან. ხშირად იღებენ ტრავმებს და გუნდის წამყვანი ფეხბურთელები აღარ არიან",-განუცხადა ბონეკმა "კიკერს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული