პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ისევ აურია და "არსენალში" გადადის

AutoSharing Option
ამას წინათ დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა თქვა, რომ თავდამსხმელი პიე-ემერიკ ობამეიანგი უცნაურად იქცევა, ვარჯიშებზე მუდამ აგვიანებს, ამას ვეღარაფერს მოუხერხებენ, მაგრამ შეეცდებოდნენ რამდენადაც შესაძლებელი იყო დისციპლინირებული გაეხადათ. ვერ გახადეს. ისევე როგორც "ჰერტასთან" მატჩში, "ვოლფსბურგთან" შეხვედრაშიც არ შეიყვანეს განაცხადში, ცორკმა კი ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

"მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. არ ვიცი მაგის თავში რა ხდება. ძალიან დაძაბული საუბარი გვქონდა. ასე ადრე არ იქცეოდა. ამას ვერ მოვითმენთ".

გუნდის მწვრთნელმა პეტერ შტოგერმა კი თქვა, რომ ობა გუნდის მნიშვნელოვან კრებაზე არ გამოცხადდა, ვითომ
დაავიწყდა, თუმცა ეს ასე არაა და ფეხბურთელი კალაპოტში უნდა ჩააყენონ.

ცნობილი ჟურნალისტი გილერმე ბალაგე კი ამტკიცებს, რომ პიერ-ემერიკს მალე "არსენალი" 60 მილიონ ევროდ შეიძენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული