ფრანკ რიბერი და არიენ რობენი შეიძლება ზაფხულში "ბაიერნიდან" გაუშვან

AutoSharing Option

იყო დრო ნახევარმცველები ფრანკ რიბერი და არიენ რობენი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ, მაგრამ ასაკმაც უწიათ, ხშირად ტრავმირებულები არიან და მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მათთან ამა წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტების გაგრძელებას არ ჩქარობს. ამის შესახებ კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა:

"მოთმინება გვმართებს, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვნახოთ, როგორ დასრულდება სეზონი. მერე გაირკვევა ყველაფერი. შესაძლოა, გადაწყვეტილება მოგვიანებით მივიღოთ - დავტოვოთ თუ არა ისინი ერთი სეზონით თუ მივიღოთ არაპოპულარული გადაწყვეტილება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული