გერმანული გრანდის მორიგი მოწინააღმდეგე "მაინცი" იქნება. ამ შეხვედრაში იუპ ჰაინკესის გუნდს შეიძლება ვერ დაეხმარონ მატს ჰუმელსი და ხავი მარტინესი. რაც შეეხება მანუელ ნოიერისა და ტიაგო ალკანტარას ტრავმებს, ეს უკვე ძველი ამბავია.
"შალკეს", დიდი ალბათობით, "ვერდერთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარება ამერიკელი ნახევარმცველი უესტონ მაკკენი. რაც მთავარია, საეჭვოა ლეონ გორეცკას მინდორზე გასვლა, ოღონდ საკითხავია, ეს ცუდია თუ კარგი. მას შემდეგ, რაც
წესით, ფეხი არ უნდა დაუცდეს დიდებულ ფორმაში მყოფ "ლევერკუზენს". ბოლო შეხვედრებში "ფარმაცევტები", ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაფრინავენ, თან ძალიან ლამაზ და შედეგიან ფეხბურთსაც თამაშობენ.
"ლევერკუზენის" შემადგენლობაში არ არის მოსალოდნელი იულიან ბაუმგარტლინგერისა და ლარს ბენდერის გამოჩენა. საეჭვოა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის მიუხედავად, სტუმრები მაინც ფავორიტის სტატუსით ეწვევიან "ფრაიბურგს", რომელიც ასევე კარგ ფორმაშია.
ძალიან თვალსასეირო უნდა გამოდგეს შეხვედრა, რომელშიც "გლადბახი" უმასპინძლებს "ლაიპციგს". საქმე ისაა, რომ ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის აპოლოგეტად მიიჩნევა. "ლაიპციგს" შეიძლება დააკლდეს შვედი ლიდერი ემილ ფორსბერგი. რაც შეეხება "გლადბახს", მინდორზე ვერ გავლენ შტორბლი და ვილიალბა. ამასთან ერთად, ტრავმები აწუხებს გუნდის შემადგენლობის თითქმის ნახევარს და ახლა ექიმებზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა ისინი პატარა სასწაულის მოხდენას.
ამის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. თან, ეს არის შაბათ საღამოს გასამართი ბრძოლა და, როგორც წესი, ასეთი თამაშები ყოველთვის თვალსასეიროა ხოლმე. იმედია, ამჯერადაც ასე იქნება, აფიშით სწორედ ეს თამაში იმსახურებს ტურში "ცენტრალურის" სტატუსს.
ბუნდესლიგა. XXI ტური
პარასკევი, 2 თებერვალი
კიოლნი-დორტმუნდი 23:30
შაბათი, 3 თებერვალი
ჰერტა-ჰოფენჰაიმი 18:30
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 18:30
შალკე-ვერდერი 18:30
მაინცი-ბაიერნი 18:30
ვოლფსბურგი-შტუტგარტი 18:30
გლადბახი-ლაიპციგი 21:30
კვირა, 4 თებერვალი
აუგსბურგი-აინტრახტი 18:30
ჰამბურგი-ჰანოვერი 21:00
ბომბარდირები: 18 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 10 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"