ბატშუაიმ "დორტმუნდის" სადებიუტო მატჩში დუბლი და საგოლე პასი გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებული დებიუტი გამოუვიდა "ჩელსიდან" გაიჯარებულ 25 წლის ბელგიელ თავდამსხმელ მიში ბატშუაის დორტმუნდის "ბორუსიაში".

მისმა ახალმა გუნდმა ბუნდესლიგის 21-ე ტურში სტუმრად აუტსაიდერი "კიოლნი" გაჭირვებით დაამარცხა 3:2, თავად კი დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. ისიც აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი ნახევარმცველმა ანდრე შურლემ 84-ე წუთზე სწორედ მიშის გადაცემით გაიტანა და ეს მიმდინარე სეზონში შურლეს პირველი გოლია.

შემდეგ ტურში "ბორუსია" ერთ-ერთ აუტსაიდერს "ჰამბურგს" 10 თებერვალს მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული