"აინტრახტის" ფანებმა მოედანზე ტკბილეული გადაყარეს, რომელიც მსაჯმა გასინჯა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სახალისო ფაქტი დაფიქსირდა გერმანიის თასის 1/4-ფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "აინტრახტი" და "მაინცი" უპირისპირდებოდნენ. ფრანკფურტში, რომელ ქალაქსაც "აინტრახტი" წარმოადგენს, წლის ამ დროს ცნობილი კარნავალი იმართება, რა დროსაც ადამიანები ქუჩაში უჩვეულო ტანსაცმლით მოძრაობენ.

სწორედ ასე იყვნენ გუშინ წარმოდგენილნი "აინტრახტის" ფანები ტრიბუნაზე, რომლებმაც მოედანზე ტკბილეული გადაყარეს. ეს ყველაფერი შეხვედრის არბიტრ დენიზ აიტეკინს არ გამოჰპარვია, რომელმაც ტკბილეული გასინჯა და სტუმართა ნახევარმცველ ნაიჯელ დე იონგსაც შესთავაზა.

მატჩი "აინტრახტის" გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული