"ბაიერნის" ბანაკიდან ქომაგებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ მინდორს სეზონის ბოლომდე დაუბრუნდება მანუელ ნოიერი. შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს მუნდიალის გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება.
"შალკემ" და "ჰოფენჰაიმმა" კარგი ფეხბურთი უნდა შემოგვთავაზონ. ამის წინა პირობაა ის, თუ როგორ ფეხბურთს
"გლადბახისა" და "დორტმუნდის" მატჩში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიხილოთ შემტევი ფეხბურთის ზეიმი. სტატისტიკა "დორტმუნდის" სასარგებლოდაა. ისინი ბოლო შეხვედრებში სულ ახერხებენ პრინციპული მეტოქის დამარცხებას.
სხვა საქმეა, რომ დორტმუნდელთა ლაზარეთში ტრადიციულად სიმჭიდროვეა. ყველა ფეხბურთელი არც "გლადბახს" ჰყავს ჯანზე, მაგრამ გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, გოლებს ველით.
აგერ მიში ბატშუაი და აგერ, მორიგი შანსი - ისე ჩანს, რომ ბელგიელი ფორვარდი ძალიან კარგად შეეწყო ახალ კლუბს. ეგაა, "დორტმუნდი" შეიძლება გადაღლილი იყოს ევროპალიგაზე თამაშის გამო.
დღეს "ჰამბურგი" ვეღარ არის ძველებურად მრისხანე, მაგრამ ტრადიციული მეტოქეების მატჩი მაინც იმსახურებს ყურადღებას, რადგან ბარიკადების მეორე მხარეს "ლევერკუზენია".
ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ნადირობს "აინტრახტი", რომელიც მის უშუალო კონკურენტ "ლაიპციგს" შეხვდება.
ფრანკფურტელთა ასპარეზობა მიმდინარე სეზონში მართლაც ყველანაირ მოლოდინს სცდება. ამის გათვალისწინებით, თამაში კარგი უნდა გამოვიდეს. ეგაა, "ლაიპციგი" ცოტა დაღლილი უნდა იყოს "ნაპოლისთან" საევროპალიგო შეხვედრის შემდეგ.
ფაქტები
- "ჰერტასა" და "მაინცის" ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- "კიოლნსა" და "ჰანოვერს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
- "ფრაიბურგისა" და "ვერდერის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ დასრულდა.
- "ჰამბურგისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 4 მატჩიდან 3 "ლევერკუზენმა" მოიგო.
- "ვოლფსბურგისა" და "ბაიერნის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- "აუგსბურგსა" და "შტუტგარტს" შორის ბოლო 3 მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს.
- გლადბახისა" და "დორტმუნდის" ბოლო 5 შეხვედრა დორტმუნდელებმა მოიგეს.
ბუნდესლიგა. XXIII ტური
პარასკევი, 16 თებერვალი
ჰერტა-მაინცი 0:2
გოლები: 01:, 0:2 რობინ ქუეისონი (40,65)
შაბათი, 17 თებერვალი
კიოლნი-ჰანოვერი 18:30
ფრაიბურგი-ვერდერი 18:30
ჰამბურგი-ლევერკუზენი 18:30
ვოლფსბურგი-ბაიერნი 18:30
შალკე-ჰოფენჰაიმი 21:30
კვირა, 18 თებერვალი
აუგსბურგი-შტუტგარტი 18:30
გლადბახი-დორტმუნდი 21:00
ორშაბათი, 19 თებერვალი
აინტრახტი-ლაიპციგი 23:30
ბომბარდირები: 19 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"