იუპ ჰაინკესი: ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავადანაშაულებ

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 24-ე ტურში "ბაიერნი" "ჰერტასთან" მატჩში ნულოვან ფრეს დასჯერდა, თუმცა იმხელა ფორით გაექცა მდევრებს, რომ ეს ტრაგედია ნამდვილად არაა. შეხვედრის შემდეგ "რეკორდმაისტერის" თავკაცი იუპ ჰაინკესი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"მიუხედავად ფრისა, ფეხბურთელებზე აუგი არ მეთქმის. ურიგოდ არ გვითამაშია, მეტადრე პირველ ტაიმში. კარგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

თავს კარგად ვიცავდით. უცნაურია, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, თუმცა ასეც ხდება ხოლმე".

"ბაიერნმა" ქვეყნის ჩემპიონატზე 14-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და საკლუბო რეკორდი ვერ დაამყარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული