ტონი კროოსი: არც ისე კარგები ვყოფილვართ, როგორც ეს ზოგიერთ ადამიანს ეგონა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ბრაზილიასთან (0:1) ამხანაგურ მატჩში წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არც ისე კარგები ვყოფილვართ, როგორც ეს ზოგიერთ ადამიანს ეგონა ან როგორც რამდენიმე ჩვენგანი ფიქრობდა.

მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესად ვთამაშობდით, ვიდრე პირველში, მაგრამ ნეგატიურმა მომენტებმა სხვა ყველაფერი გადაწონა.

ძალიან მარტივად მივუდექით თამაშს, არადა, მოედანზე რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გავიდა, რომლებსაც შანსი ჰქონდათ, თავიანთი შესაძლებლობები დაემტკიცებინათ, მაგრამ მათ ეს არ უქნიათ", - თქვა კროოსმა.


მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული