ბუნდესლიგაში მსაჯმა ფეხბურთელები გასახდელიდან მოაბრუნა და პენალტი დანიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის 30-ე ტურის ბოლო მატჩში, სადაც ერთმანეთს "მაინცი" და "ფრაიბურგი" დაუპირისპირდნენ, კურიოზული ფაქტი მოხდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც სტუმართა ფეხბურთელ მარკ ოლივერ კემპლს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა გვიდო უიკმანმა პენალტი არ დადო.

გუნდები შესვენებაზე გავიდნენ, არბიტრმაც ვიდეოგამეორების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

ფეხბურთელები გასახდელიდან მობრუნდნენ. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად პაბლო დე ბლაზისმა გარდასახა, "მაინცმა" კი მატჩი 2:0 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი ჯობია??? ეს საქციელი თუ ოლივერის პენალტი იუვეს კარში?? DEUTSCHLAND uber alles!!!!
ტიმო
14:06 17-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული