ბუნდესლიგა. I ტურის წინ: დღეიდან: ბრძოლა... მეორე ადგილისთვის!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 56-ე სეზონს, ტრადიციულად, ჩემპიონი ხსნის და ტრადიციულად, ეს ჩემპიონი არის "ბაიერნი", რომელიც განწირულია საიმისოდ, რომ მომდევნო სეზონიც გახსნას.

ამდენად, მთავარი საკითხი დგას ასე: ვინ დაიკავებს მეორე ადგილს?

გახსნის მატჩი კი, ზემოთაც გამოვთქვით იმედი, თვალსასეირო უნდა გამოდგეს, რადგან ერთმანეთს შემტევი ფეხბურთის მქადაგებელი (რა თქმა უნდა, "ბაიერნის" ახალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ამ გზიდან ვერ გადაუხვევს) გუნდები ხვდებიან.

"ჰოფენჰაიმს" არასოდეს მოუგია მიუნხენში. გასულ სეზონში იულიან ნაგელსმანის გუნდი "ალიანც არენაზე" 2:5 დამარცხდა. თუმცა ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში შეძლო მრისხანე მეტოქის გაწბილება...

ფაქტები
  • ბუნდესლიგაში
    აღზევების შემდეგ "ლაიპციგმა" "დორტმუნდს" 4 მატჩიდან 2 მოუგო (1 წაგება, 1 ფრე).
  • "აუგსბურგი" და "ფორტუნა" ბუნდესლიგაში ბოლოს 2012/13 წლების სეზონში შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი სტუმარმა გუნდმა მოიგო.
  • "აინტრახტს" სტუმრად ფრედ არ უთამაშია 2017 წლის ნოემბრის შემდეგ.
  • "აინტრახტმა" "ფრაიბურგი" გასვლაზე უკანასკნელად 2009 წელს დაამარცხა.
  • "ფრაიბურგმა" "აინტრახტს" ბოლო 6 მატჩიდან 2 მოუგო, 4 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ჰერტამ" "ნიურნბერგი" შინ ბოლოს 2008 წლის მაისში დაამარცხა.
  • "ვოლფსბურგსა" და "შალკეს" შორის ბოლო 5 მატჩიდან 4 "შალკემ" მოიგო.
  • "ლევერკუზენსა" და "გლადბახს" არ უთამაშიათ ფრედ 2014 წლის შემდეგ.
  • "შტუტგარტმა" მაინცში უკანასკნელად 2005 წელს გაიმარჯვა.

ბუნდესლიგა. I ტური
პარასკევი. 24 აგვისტო
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 22:30

შაბათი. 25 აგვისტო
ვერდერი-ჰანოვერი 17:30
ფორტუნა-აუგსბურგი 17:30
ფრაიბურგი-აინტრახტი 17:30
ჰერტა-ნიურნბერგი 17:30
ვოლფსბურგი-შალკე 17:30
გლადბახი-ლევერკუზენი 20:30

კვირა. 26 აგვისტო
მაინცი-შტუტგარტი 17:30
დორტმუნდი-ლაიპციგი 20:30

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული