ბუნდესლიგა. VI ტური: ჰაინკესის დაბრუნების დრო მოდის? [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნს" კრიზისის ნიშნები აქვს - გერმანიის ჩემპიონმა სეზონში პირველი მატჩი წააგო - ბუნდესლიგის მეექვსე ტურის პირველ მატჩში ნიკო კოვაჩის გუნდი ბერლინის "ჰერტასთან" დამარცხდა - 0:2...

...პირველი გოლის ავტორი ფორვარდი ვედად იბიშევიჩი გახდა, რომელმაც 23-ე წუთზე პენალტი გამოიყენა. შესვენებამდე ნახევარმცველმა ონდრჟეი დუდამ გაზარდა "ჰერტას" უპირატესობა. ეს ამ ფეხბურთელის მეხუთე გოლია ჩემპიონატში და ის ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები. წინა ტურში მან საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო "აუგსბურგს".


"ბაიერნის" პარასკევის წაგებამ
შანსი მისცა "დორტმუნდს" - პირველ ადგილზე გადასულიყო, მაგრამ ამ ამოცანის შესრულება ძალიან რთული აღმოჩნდა. "ლევერკუზენი" უკვე გამოვიდა კრიზისიდან და ეს მატჩიც კარგად დაიწყო: ვაიზერმა შორეული ლამაზი დარტყმით გახსნა ანგარიში, ტას გოლის შემდეგ კი ისე ჩანდა, რომ "ბაიერი" ზედიზედ მესამე მატჩს მოიგებდა. მით უმეტეს, რომ "დორტმუნდს" თავის ისტორიაში არასოდეს მოუგია პირველ ტაიმში 0:2-ის შემდეგ გასვლითი მატჩი.

სტუმრებს პირველ ტაიმში არ უმართლებდათ. არადა, ბევრით არ ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში "დორტმუნდის" თამაში ეფექტურიც იყო და შედეგიანიც. თან, გაამართლა ლუსიენ ფავრის შეცვლებმა. ნორჩ სანჩოს 22 წუთი ეყო იმისთვის, რომ ორი საგოლე პასი შეესრულებინა.

განსაკუთრებულად ეფექტური იყო მისი და როისის კომბინაცია. გადამწყვეტი კი აღმოჩნდა პაკო ალკასერის გამოსვლა, რომელმაც დუბლი შეასრულა.


საინტერესო იყო ევროთასებზე მონაწილე გუნდების მატჩი, თუნდაც იმიტომ, რომ ამ სეზონის შემდეგ იულიან ნაგელსმანი დატოვებს "ჰოფენჰაიმს" და სათავეში ჩაუდგება "ლაიპციგს". ბუნებრივია, ამ გუნდის ფეხბურთელები ცდილობდნენ, შთაბეჭდილება მოეხდინათ მომავალ დამრიგებელზე. ყველაზე კარგად ეს გამოუვიდა პოულსენს - მან არა მხოლოდ დუბლი შეასრულა, არამედ ძელსაც გაარტყა ბურთი.

როგორც იქნა, გაიხარა "შალკემ". დომენიკო ტედესკოს გუნდმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტი გოლი გაიტანა შიოპფმა, ხოლო "შალკეს" მეკარე ფერმანმა ბუნდესლიგაში 50-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

ფაქტები
  • ბოლო 15 მატჩში "ჰერტამ" პირველად მოუგო "ბაიერნს".
  • "ჰერტა" ოთხი მატჩია არ მარცხდება ჩემპიონთან.
  • "ბაიერნს" 16 დარტყმა ჰქონდა მეორე ტაიმში, რაც სეზონის რეკორდია.
  • "ჰერტა" არ აგებს (+12=4), როცა იბიშევიჩი ხსნის ანგარიშს.
  • "ლაიპციგი" ხუთი ტურია არ აგებს.
  • "შალკემ" პირველი ქულები მოიპოვა ამ სეზონში და პირველად ლიდერობდა მატჩში.
  • პისარომ ბუნდესლიგაში 450-ე მატჩი ჩაატარა.
  • "გლადბახი" ზედიზედ 12 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • ტორგან აზარს ზედიზედ სამი მატჩია გოლი გააქვს.
  • ბოლოჯერ "დორტმუნდმა" 0:2-დან მატჩი 2014 წლის მარტში, "შტუტგარტთან" სტუმრად მოიგო.
  • პაკო ალკასერს ბუნდესლიგაში 50 წუთი აქვს ნათამაშები და ამ დროში სამი გოლი გაიტანა.
  • როისს ოთხი გოლი და სამი საგოლე პასი აქვს. "გოლი+პასი" სისტემით ის ბუნდესლიგის ლიდერია.
  • "ჰანოვერი" სტუმრად 16 მატჩია ვერ იგებს. ის ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც მატჩი არ მოუგია.
  • ფინბოგასონი "აუგსბურგის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა 25 გოლით.
  • ფინბოგასონმა პირველი გოლი გაიტანა აპრილის შემდეგ, კაიუბიმ - იანვრის შემდეგ.

ბუნდესლიგა. VI ტური
ჰერტა-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (23-პენ), 2:0 დუდა (44)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლაზარო, შტარკი, რეკიკი, მიტელშტადტი - მაიერი, სკიელბრედი - კალუ (71. ლეკი), დუდა, დილროსუნი (90+1. იასტრჟემბსკი) - იბიშევიჩი (53. ზელკე).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, სანჩესი (79. გნაბრი) - რობენი (52. მიულერი), ხამეს როდრიგესი (73. ვაგნერი), რიბერი - ლევანდოვსკი.

ნიურნბერგი-ფორტუნა 3:0
გოლები: 1:0 ბერენსი (28-პენ), 2:0 იშაკი (64), 3:0 პალასიოსი (78)

ჰოფენჰაიმი-ლაიპციგი 1:2
გოლები: 0:1 პოულსენი (53), 0:2 პოულსენი (73), 1:2 კრამარიჩი (90+3-პენ)
ჰოფენჰაიმი (3-4-3): ბაუმანი - პოში, ჰოოგმა, აკპოგუმა - კადერჟაბეკი, ბიტენკურტი (57. დემირბაი), გრილიტში (62. გრიფო), შულცი - კრამარიჩი, შალაი (69. ჟოელინტონი), ბელფოდილი.
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაში - ლემერი (68. მუკიელე), კონატე, უპამეკანო, სარაკი - ილსანკერი, დემე - კამპლი, ზაბიტცერი - ვერნერი (68. ოგუსტენი), პოულსენი (81. კუნია).

შალკე-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 შიოპფი (11)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, მენდილი - სერდარი (84. მასკარელი), ბენტალები - შიოპფი (61. მაკენი), ჰარითი (70. უტი), კონოპლიანკა - ბურგშტალერი.

შტუტგარტი-ვერდერი 2:1
გოლები: 1:0 დონისი (19), 1:1 ცილერი (68-საკ. კარში), 2:1 კასტრო (75)

ვოლფსბურგი-გლადბახი 2:2
გოლები: 0:1 პლეა (7), 1:1 შტეფენი (12), 1:2 აზარი (48), 2:2 ვეგჰორსტი (59)
გლადბახი (4-3-3): ზომერი - ელვედი, ლანგი (74. იანტჩშკე), გინტერი, ვენდტი - ზაკარია, კრამერი, ნოიჰაუსი (73. კუისანსი) - აზარი, პლეა (82. ტრაორე), ჰერმანი.

ლევერკუზენი-დორტმუნდი 2:4
გოლები: 1:0 ვაიზერი (9), 2:0 ტა (39), 2:1 ბრუუნ ლარსენი (65), 2:2 როისი (69), 3:2 პაკო ალკასერი (85), 4:2 პაკო ალკასერი (90+4)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ვაიზერი (70. იედვაი), ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ლ. ბენდერი, კორი - ბრანდტი (79. პაულინიო), ჰაფერცი, ფოლანდი - ალარიო (70. ბეილი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - ჰაკიმი, აკანჯი, დიალო, ზაგადუ - დილეინი (46. დაუდი), ვიტსელი - პულიშიჩი (68. სანჩო), როისი, ბრუუნ ლარსენი - ფილიპი (63. პაკო ალკასერი).

აინტრახტი-ჰანოვერი 4:1
გოლები: 1:0 ნდიკა (36), 2:0 რებიჩი (45+1), 3:0 დე გუსმანი (59), 3:1 მუსლია (86), 4:1 იოვიჩი (89)

აუგსბურგი-ფრაიბურგი 4:1
გოლები: 1:0 კაიუბი (19), 2:0 ფინბოგასონი (34), 2:1 შმიდი (49-საკ. კარში), 3:1 ფინბოგასონი (68-პენ), 4:1 ფინბოგასონი (83)

ბომბარდირები: 5 - ანჯეი დუდა (ჰერტა); 4 - ალასან პლეა (გლადბახი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), მარკო როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი: ვერდერი-ვოლფსბურგი
6 ოქტომბერი: დორტმუნდი-აუგსბურგი, ჰანოვერი-შტუტგარტი, მაინცი-ჰერტა, ფორტუნა-შალკე, ბაიერნი-გლადბახი
7 ოქტომბერი: ფრაიბურგი-ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი-აინტრახტი, ლაიპციგი-ნიურნბერგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული