ბუნდესლიგა. VII ტურის წინ: დასრულდება "ბაიერნის" კრიზისი?

AutoSharing Option
ახლა მთელი გერმანია "ბაიერნის" კრიზისზე ლაპარაკობს. ჩვენც ამით უნდა დავიწყოთ. ის კი არა, ბევრი უკვე იმასაც ამტკიცებს, რომ ნიკო კოვაჩი არ არის იმ კვალიფიკაციის მწვრთნელი, რომელიც წარმატებით დამოძღვრავს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და რომელიც "ბაიერნს" შეეფერება.

დავუშვათ, ბუნდესლიგაში ბავარიული გრანდი ცოტათი მოეშვა, რადგან "ჰეფი ენდი" გარანტირებული ჰგონია, მაგრამ რა ვუყოთ ჩემპიონთა ლიგას, სადაც "აიაქსთან" შეხვედრაში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა? მანუელ ნოიერს რომ არ ეყოჩაღა, ფიასკო გარდაუვალი იქნებოდა.

"გლადბახთან" მატჩი იოლი რომ ვერ იქნება, ამის ვარაუდი აქედანვე შეიძლება. მიუნხენელები ფავორიტებად კი ითვლებიან,
მაგრამ გვერდზე გადავდოთ კლასი და სტატისტიკა - მთავარია, როგორ ხარ მზად კონკრეტულ მომენტში.

ლუსიენ ფავრის "დორტმუნდი" ბოლო შეხვედრებში შემტევ და შედეგიან ფეხბურთს გვიჩვენებს. სხვა საკითხია, რამდენად იყო მოსალოდნელი ამ გუნდის ლიდერობა და რამდენად მოახერხებს პოზიციების შენარჩუნებას, ეყოფათ თუ არა საამისო რესურსი. ჯერჯერობით კი, "სიგნალ იდუნა პარკის" მასპინძელს "აუგსბურგის" ძლევა რომ შეუძლია, ეს ცხადზე ცხადია.

"დორტმუნდის" გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ კლუბმა ახალი კონტრაქტი გაუფორმა უნიჭიერეს ინგლისელ თინეიჯერს, ჯეიდონ სანჩოს. ამ ფეხბურთელზე თითქმის ყველა ევროპული გრანდი ნადირობდა...

საინტერესო უნდა გამოდგეს "ჰოფენჰაიმისა" და "აინტრახტის" შეხვედრა. ორივე გუნდი შეტევისკენაა მიდრეკილი. ამის გათვალისწინებით, სანახაობრივ ფეხბურთს ველით. მერე რა, რომ "ჰოფე" "სიტისთან" საშინაო რკენის შემდეგ დამარცხებული და გადაღლილია...

რთული უნდა "იყოს "ლევერკუზენისთვის" "ფრაიბურგთან" მატჩი. ვნახოთ, იქნებიან თუ არა ხასიათზე "ფარმაცევტების" ახალგაზრდა შემტევები. ასეთ შემთხვევაში "ფრაიბურგის" დაცვას ძალიან დიდი ჯაფა დაადგება. ისე კი "ლევერკუზენს" სტაბილურობა აკლია.

ფაქტები
  • "ვერდერსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "დორტმუნდსა" და "აუგსბურგს" შორის უკანასკნელ 5 დაპირისპირებაში ორივე გუნდმა შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
  • "ფორტუნასა" და "შალკეს" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ჰანოვერმა" და "შტუტგარტმა" ზედიზედ 2 ფრე ითამაშეს.
  • "მაინცმა" უკანასკნელ სამ შეხვედრაში დაამარცხა "ჰერტა".
  • "ბაიერნსა" და "გლადბახს" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ჰოფენჰაიმისა" და "აინტრახტის" უკანასკნელ 2 მატჩში ფრე აღინიშნა.
  • "ლაიპციგსა" და "ნიურნბერგს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

ბუნდესლიგა. VII ტური
პარასკევი, 5 ოქტომბერი
ვერდერი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 დეივი კლასენი (35), 2:0 იოჰანეს ეგშტეინი (86)

შაბათი, 6 ოქტომბერი
დორტმუნდი-აუგსბურგი 17:30
ჰანოვერი-შტუტგარტი 17:30
მაინცი-ჰერტა 17:30
ფორტუნა-შალკე 17:30
ბაიერნი-გლადბახი 20:30

კვირა, 7 ოქტომბერი
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 15:30
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 17:30
ლაიპციგი-ნიურნბერგი 20:00

ბომბარდირები: 5 - ანჯეი დუდა (ჰერტა); 4 - ალასან პლეა (გლადბახი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), მარკო როისი (დორტმუნდი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული