ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მიუნხენში სენსაციურად გაანადგურა "ბაიერნი" - 3:0.
"ჰერტასთან" წაგების (0:2) შემდეგ "რეკორმაისტერის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, არაფერი საგანგაშო არ ხდება, ხომ გინდოდათ ჩემპიონატზე ინტრიგა, ჰოდა მიიღეთო.
პრესა წერს, რომ გუნდში პრობლემებია: ხამესი, ჰუმელსი, ნოიერი, რობენი და რიბერი, რომლებიც ანჩელოტის აბარგებაში "წაეხმარნენ", ახლა კოვაჩთან აქვთ უთანხმოება.
ამ წაგების შემდეგ "გლადბახი" მეორე ადგილზე დამკვიდრდდა, ხოლო "ბაიერნი" მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა.
თანაც, მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო მიუნხენელთა მცველმა ალაბამ და შეცვალეს.
მიუნხენი. "ალიანს არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ბორუსია 0:3
გოლები:
0:1 პლეა (10), 0:2 შტინდლი (16), 0:3 ჰერმანი (88)
ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, ალაბა (სანშეში 55), კიმიჰი, ჰუმელსი, რობენი (რიბერი 46), ალკანტარა, გორეცკა, ხამესი, ლევანდოვსკი, მიულერი (გნაბრი 46)
ბორუსია: ზომერი, გინტერი, ვენდტი, ლანგი, ელვედი, ჰოფმანი, კრამერი, ნოიჰაუსი (ჰერმანი 74), აზარი (ტრაორე 83), პლეა, შტინდლი (ზაკარია 66)