გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ერთა ლიგის მე-3 ტურში ჰოლანდიასთან განადგურების (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"პირველი გაშვებული გოლის შემდეგ შეამჩნევდით, რომ თვითდაჯერებულობა გვაკლდა. 0:1 რომ წაგვეგო, შედეგი ნორმალურად ჩაითვლებოდა. მატჩის ბოლო წუთებზე გაშვებული ორი ბურთის მერე კი ანგარიში გამანადგურებელი გახდა.
როდესც გუნდი ასე თამაშობს, პასუხისმგებლობა ყველამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ეს მეც მეხება, როგორც მწვრთნელს.
რატომ ვერ გაგვაქვს გოლი? რთული კითხვაა. ისე, კარგი საგოლე მომენტები გვქონდა".
გერმანიის ნაკრები ჰოლანდიასთან გამანადგურებელი ანგარიშით ისტორიაში პირველად დამარცხდა.