იოვიჩმა "ფორტუნას" 5 გოლი გაუტანა და "აინტრახტმა" სატურნირო ცხრილში "ბაიერნს" გაასწრო

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-8 ტურში "აინტრახტმა" სახლში დიუსელდორფის "ფორტუნა" გაანადგურა 7:1.

ამ მატჩში 5 გოლი მასპინძელთა 20 წლის სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა გაიტანა. მან ჩემპიონატის 6 შეხვედრაში უკვე 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირია. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში იოკიჩმა ბუნდესლიგის 22 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

ბომბარდირთა დავაში 6 გოლით მეორე ადგილზე "დორტმუნდის" ფორვარდი პაკო ალკასერია.

"აინტრახტმა" ამ მოგებით 13 ქულა დააგროვა, ამდენივე ქულა აქვს "ბაიერნს" და ბურთების უკეთესი სხვაობით ჯერჯერობით მე-6 ადგილზე ფრანკფურტული გუნდია.

"ბაიერნი" დღეს სტუმრად "ვოლფსბურგს" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული