ბუნდესლიგა. IX ტური: საჩუქრები "ბაიერნისთვის" [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ლიდერი "დორტმუნდი" ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ დაკარგა ქულები და "ბაიერნი" დაიახლოვა...

პაკო ალკასერის არყოფნაში, რომელიც ტრავმას მკურნალობს, მასპინძლების მოგებაზე იზრუნა სეზონის ერთ-ერთმა ყველაზე სასარგებლო მოთამაშემ, ჯეიდონ სანჩომ. ახალგაზრდა ინგლისელმა დუბლი შეასრულა და "გოლი+პასის" სისტემით უკვე 10 ქულამდე (4+6) ავიდა.

შესაძლოა, ვიდეოგამეორების სისტემა რომ არა, "დორტმუნდს" არც დაეკარგა მოგება, მაგრამ VAR-მა გააუქმა პენალტი "ჰერტას" კარში, რადგან მარკო როისი საჯარიმოს გარეთ წააქციეს.

სამაგიეროდ, ლეგიტიმური იყო 11-მეტრიანი კომპენსირებულ დროში, თან საპირისპირო კარში. ამ პენალტის გამოყენებით, კალუმ არა მხოლოდ გადაარჩინა "ჰერტა" წაგებას,
არამედ 41 გოლით ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი კოტდივუარელი გახდა.


* * *
შეიძლება იმის მტკიცება, რომ "ბაიერნმა" ერთბაშად ორი საჩუქარი მიიღო. არა მხოლოდ "დორტმუნდისგან, რომელიც ახლა ჩემპიონს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, არამედ "გლადბახისგანაც". "უმცროსი" "ბორუსია" პარასკევს მოულოდნელად დამარცხდა "ფრაიბურგთან" და მეორე ადგილი დაუთმო ნიკო კოვაჩის გუნდს.

თავად "ბაიერნმა" მაინცში ზედიზედ მეშვიდედ გაიმარჯვა და ამას იოლ მოგებას ვერ ვუწოდებთ. სტუმრებს ცხოვრება გაურთულა ბოეტიუსმა, რომელმაც 487-ე წუთზე შეწყვიტა მასპინძლების უგოლო სერია. ეს ფეხბურთელი, ერთგვარად, უნიკალურია. ექვსი წლის წინ, მან ჰოლანდიაში გახსნა თავისი გოლების ანგარიში, როცა იმ მომენტში ჩემპიონი "აიაქსის" კარი აიღო. ახლა კი პირველად გაიტანა გერმანიაში და ისევ ტიტულოვანი მეტოქის წინააღმდეგ!

ასევე უნდა აღინიშნოს ტიაგო ალკანტარას მონდომება და სიჯიუტე. მისი პირველი გოლი პირველ ტაიმში VAR-მა გააუქმა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ესპანელმა გაიტანა გამარჯვების გოლი.


"ბაიერნს" მესამე საჩუქარი გუშინ უძღვნა "ლევერკუზენმა", რომელმაც გაანადგურა "ვერდერი" და ამით ბრემენელებს მოუსპო მეორე ადგილზე გადასვლის შანსი.

ფაქტები
  • თორგან აზარმა ბოლო ექვს მატჩში მეხუთე გოლი გაიტანა.
  • "ფრაიბურგს" მხოლოდ ერთი წაგება აქვს "გლადბახის" წინააღმდეგ ბოლო 17 საშინაო შეხვედრაში.
  • სანჩო ზედიზედ სამი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • " დორტმუნდმა" 29 გოლი გაიტანა ცხრა მატჩში. აქამდე საკლუბო რეკორდი იყო - 25 გოლი.
  • "აუგსბურგმა" ბოლო რვა მატჩში მხოლოდ მეორედ მოიგო.
  • "მაინცმა" შეწყვიტა 497-წუთიანი უგოლო სერია.
  • "მაინცი" ექვსი მატჩია ვერ იგებს და ამ სერიისას ჯამში მხოლოდ ორი ქულა აიღო.
  • "ვოლფსბურგმა" შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ვოლფსბურგს" არასოდეს წაუგია ოფიციალური მატჩი "ფორტუნასთან" (+4=3).
  • "ფორტუნამ" ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო და ამ სერიისას 17 გოლი გაუშვა.
  • "ჰოფენჰაიმმა"პირველად მოიგო შინ ბოლო ექვს მატჩში.
  • ჟოელინტონს ამ სეზონში ექვსი გოლი დაუგროვდა ყველა ტურნირზე.
  • "შტუტგარტმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამ სამ შეხვედრაში გუნდმა 11 გოლი გაუშვა.
  • "აინტრახტი" ამ სეზონში ყველა მატჩში მინიმუმ ერთ გოლს იტანს.
  • "აინტრახტის" ფეხბურთელი სებასტიან ჰალერი ბუნდესლიგის ლიდერია "გოლი+პასის" სისტემით - 11 ქულა (6+5).
  • "ლაიპციგმა" ზედიზედ მეოთხე ოფიციალურ მატჩში შეინახა კარი "მშრალად".
  • შეწყდა "ვერდერის" 16-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია.
  • 40 წლისა და 3 კვირის კლაუდიო პისარო ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვისაც გერმანიის ჩემპიონატში გოლი გაუტანია. რეკორდსმენია მირკო ვოტავა (40 წლისა და 3 თვის).
  • "ვერდერი" ბუნდესლიგის ისტორიაში ლიდერია ავტოგოლების რაოდენობით - 58.

ბუნდესლიგა. IX ტური
ფრაიბურგი-გლადბახი 3:1
გოლები: 1:0 პეტერსენი (1-პენ), 1:1 აზარი (20-პენ), 2:1 ვალდშმიდტი (57), 3:1 ჰელერი (90+4)
გლადბახი: ზომერი - ლანგი (79. ტრაორე), გინტერი, ელვედი, ვენდტი - ჰოფმანი, შტრობლი (65. ნოიჰაუსი), ზაკარია - აზარი, შტინდი, პლეა (46. ჰერმანი).

დორტმუნდი-ჰერტა 2:2
გოლები: 1:0 სანჩო (27), 1:1 კალუ (41), 2:1 სანჩო (61), 2:2 კალუ (90+1-პენ)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი (90+2. თოფრაქი), ზაგადუ, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დაუდი - სანჩო (72. პულიშიჩი), როისი, რაფაელ გერეირო (79. ბრუუნ ლარსენი) - მ. გიოტცე.

ჰანოვერი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 0:1 ხედირა (8), 0:2 ფინბოგასონი (24), 1:2 ბებუ (72)

მაინცი-ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 გორეტცკა (39), 1:1 ბოეტიუსი (48), 1:2 ტიაგო ალკანტარა (62)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ზიულე, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ხავი მარტინესი - გორეტცკა (55. რენატო სანჩესი), მიულერი (84. რაფინია), გნაბრი (57. რიბერი) - ლევანდოვსკი.

ფორტუნა-ვოლფსბურგი 0:3
გოლები: 0:1 ვეგჰორსტი (41-პენ), 0:2 ბრეკალო (73), 0:3 გინჩეკი (80)

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 4:0
გოლები: 1:0 ბრენე (48), 2:0 ჟოელინტონი (51), 3:0 ბელფოდილი (57) 4:0 ბელფოდილი (60)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბრენე, ფოგტი, ბიჩაკჩიჩი - კადერჟაბეკი (62. ნორდტვეიტი), გრილიტში (40. დემირბაი), ცუბერი, ნელსონი - ჟოელინტონი, ბელფოდილი, კრამარიჩი (61. გრიფო).
გაძევება: ინსუა (8. შტუტგარტი).

ნიურნბერგი-აინტრახტი 1:1
გოლები: 1:0 ზრელაკი (78), 1:1 ჰალერი (90+2)

ლაიპციგი-შალკე 0:0
ლაიპციგი: გულაში - მუკიელე, ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი, დემე, ლემერი (80. ბრუმა), ილსანკერი (68. კამპლი) - პოულსენი, ვერნერი (80. ოგუსტენი).
შალკე: ნიუბელი - სტამბული, სანე, ნასტასიჩი - კალიჯური, მაკენი, ბენტალები, სერდარი, მენდილი (67. შიოპფი) - ემბოლო (90. ბურგშტალერი), უტი (85. სკრზიბსკი).

ვერდერი-ლევერკუზენი 2:6
გოლები: 0:1 ფოლანდი (8), 0:2 ბრანდტი (38), 0:3 ბელარაბი (45), 1:3 პისარო (60), 2:3 ოსაკო (62), 2:4 ჰაფერცი (67), 2:5 ლანგკამპი (72-საკ. კარში), 2:6 ჰაფერცი (77)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - დრაგოვიჩი, ლ. ბენდერი (59. კორი) - ბრანდტი, ჰაფერცი (81. ალარიო), ბელარაბი (52. ბეილი) - ფოლანდი.

ბომბარდირები: 7 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 6 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ანჯერი დუდა (ჰერტა); 5 - ალასან პლეა (გლადბახი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), თორგან აზარი (გლადბახი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

მომდევნო ტური
2 ნოემბერი: შტუტგარტი-აინტრახტი
3 ნოემბერი: ბაიერნი-ფრაიბურგი, შალკე-ჰანოვერი, ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი, აუგსბურგი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-დორტმუნდი, ჰერტა-ლაიპციგი
4 ნოემბერი: გლადბახი-ფორტუნა, მაინცი-ვერდერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული