ბუნდესლიგა. X ტურის წინ: საგანგებო მდგომარეობა მიუნხენის "ბაიერნში"

AutoSharing Option
"ბაიერნში" საგანგებო მდგომარეობაა. გუნდში რომ პრობლემებია, ამას არც ნიკო კოვაჩი მალავს. ხორვატი მწვრთნელის განცხადებით, გუნდი ძალიან ხშირად თავად უქმნის პრობლემებს საკუთარ თავს.

ამას დაემატა ისიც, რომ ბოლოს ტრავმა მიიღო ტიაგო ალკანტარამ. ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი "რეკორდმაისტერისთვის" დიდი ძალაა. თითქოს, არც ტიაგოს გარეშე უნდა იყოს პრობლემები "ფრაიბურგთან", მაგრამ ბოლო დროს ფავორიტი ძალიან არასტაბილურია.

დიდ ყურადღებას იქცევს "ბაიერისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრა. ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. "ბაიერნი" წლევანდელ სეზონში ძალიან ძნელად პროგნოზირებადი გუნდია. ფაქტია, რომ "ასპირინებს" განსაკუთრებით კარგად ჰყავთ დაკომპლექტებული შეტევის ხაზი. იგივე
ითქმის "ჰოფენჰაიმზეც".

ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე "შალკეს" თამაშის ხარისხი ბოლო დროს შედარებით უკეთესი გახდა და ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. ეგაა, "ხუმარების" რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ამ დროისთვის დაშავებულია და ეს პრობლემებს ქმნის.

რთულ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს ლუსიენ ფავრის გაწვრთნილი "დორტმუნდი". ლიდერი "ვოლფსბურგთან" ითამაშებს. ფაქტია, თუ დორტმუნდელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურთ, ასეთი შეხვედრები უნდა მოიგონ, რადგან "ბაიერნის" პრობლემები დროებითია და ის აუცილებლად მოუმატებს.

დორტმუნდელთა ლაზარეთში რამდენიმე ფეხბურთელია. ბოლო წლებში ეს სულ ასეა, რაც "დორტმუნდი" არსებობს. ამდენად, უცნაური და გაუგონარი ნამდვილად არაფერი ხდება.
ასევე დიდი მნიშვნელობისაა "ჰერტასა" და "ლაიპციგის" შეხვედრა. ბერლინში მასპინძლები უსათუოდ იფიქრებენ რევანშზე, რადგან ბოლო შეხვედრაში "ლაიპციგმა" მეტოქე 6:2 გაანადგურა.

ფაქტები
  • "შტუტგარტმა" ზედიზედ 3 შეხვედრაში იწვნია მარცხი.
  • "ბაიერისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ბაიერნსა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "შალკე" ორი თამაშია, ვერ ახერხებს "ჰანოვერის" დამარცხებას.
  • "ვოლფსბურგსა" და "დორტმუნდს" შორის უკანასკნელ 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ფორტუნამ" ბუნდესლიგაში ზედიზედ 6 მატჩი წააგო.
  • "მაინცსა" და "ვერდერს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

ბუნდესლიგა. X ტური
პარასკევი, 2 ნოემბერი
შტუტგარტი-აინტრახტი 23:30

შაბათი, 3 ნოემბერი
ბაიერნი-ფრაიბურგი 18:30
შალკე-ჰანოვერი 18:30
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 18:30
აუგსბურგი-ნიურნბერგი 18:30
ვოლფსბურგი-დორტმუნდი 18:30
ჰერტა-ლაიპციგი 21:30

კვირა, 4 ნოემბერი
გლადბახი-ფორტუნა 18:30
მაინცი-ვერდერი 21:00

ბომბარდირები: 7 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 6 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ანჯერი დუდა (ჰერტა); 5 - ალასან პლეა (გლადბახი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), თორგან აზარი (გლადბახი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული