ბუნდესლიგა. XII ტური: ცხრა უკვე ბევრია [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნის" ჩამორჩენა "დორტმუნდთან" კატასტროფულად იზრდება. ჩემპიონმა ისევ შეირცხვინა თავი, ხოლო დორტმუნდელებმა "მაინცში" იწვალეს, მაგრამ მაინც მოიგეს...

ყველაზე საინტერესო ჩემპიონატის ლიდერის მატჩში შესვენების შემდეგ მოხდა, როცა მინდორზე გამოჩნდა პაკო ალკასერი, რომელიც "დორტმუნდმა" გამოისყიდა "ბარსელონადან" და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა. ლუსიენ ფავრი თითქმის ყოველთვის ჯოკერის როლში იყენებს ესპანელს. ფეხბურთელიც ამის გამო სულაც არ კომპლექსდება. ანგარიშის გასახსნელად მას სულ რაღაც სამი წუთი დასჭირდა, რისი წყალობითაც, "დორტმუნდმა" უკვე გაიმეორა სეზონური რეკორდი სათადარიგოთა სკამიდან გატანილი გოლების რაოდენობით.

ეს იყო შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მიერ გატანილი მე-12 გოლი
და აქედან სამი მეოთხედი ალკასერზე მოდის. კიდევ ერთი გოლი და ის გაიმეორებს ამ მხრივ ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდს.

ეროვნული მასშტაბის კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა პიშჩეკის გამარჯვების გოლის შემდეგ. აქამდე, მე-12 ტურისთვის ერთი გუნდის 15 სხვადასხვა ფეხბურთელს გოლი არ ჰქონდა გატანილი. ეს არის ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტის კიდევ ერთი კოზირი.


* * *
გერმანულ კლასიკოში წაგების შემდეგ რეაბილიტაცია ვერ შეძლო "ბაიერნმა", რომელსაც წელს დაუნდობლად აკრიტიკებენ.

მიუნხენელთა თამაში არაერთგვაროვანი გამოვიდა. ნიკო კოვაჩის გუნდი დომინირებდა მოედანზე, ლაღად თამაშობდა შეტევაში, ხოლო დუბლის ავტორმა მიულერმა, პირველად ბოლო სამწლინახევრის განმავლობაში, საჯარიმოს გარედან გატანა შეძლო. ამასთან, "ბაიერნის" დაცვა საშინლად გამოიყურებოდა და სამჯერ გაუშვა 21 წლის ბელგიელი ლუკებაკიოსგან. გადამწყვეტი შეცდომა ცენტრალურმა მცველებმა ბოლო წუთზე დაუშვეს, ნოიერმა კი ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

კიდევ ერთი ანტიგმირი გახდა ლევანდოვსკი, რომელმაც 3:2-ზე ცარიელ კარს გადააცილა ბურთი. არადა, დარტყმისას ხელს არავინ უშლიდა. ასე რომ, შინ ზედიზედ მეოთხე მატჩის ვერმოგებით, "ბაიერნმა" გაიმეორა 1966 და 1994 წლების საკლუბო ანტირეკორდი.

ამ მატჩის შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მიანიშნა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი შეიძლება პოსტიდან დაითხოვონ, თუ შედეგები უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება.

"სამშაბათს, "ბენფიკასთან" მატჩში ჩვენი მწვრთნელი ნამდვილად იქნება ნიკო კოვაჩი. შემდეგ კი ყველაფერს გავაანალიზებთ გუნდის შიგნით. მოთამაშეებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვები. ფეხბურთი მათი შესრულებით ძალიან უფერული იყო.

დღეისთვის კოვაჩის გათავისუფლება არ განიხილება, მაგრამ "ფორტუნასთან" მომხდარი დაუშვებელია", - განაცხადა "ბაიერნის" "ტვიტერთან" კომენტარში ჰიონესმა.


ფაქტები
  • "ბაიერნი" ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს.
  • ლუკებაკიო ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია ებე სანდის (2001 წელი) შემდეგ, რომელმაც "ბაიერნს" სამი გოლი გაუტანა.
  • მიულერმა შეწყვიტა 561-წუთიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში.
  • "ჰერტა" ზედიზედ ექვსი მატჩია ვერ იგებს.
  • "ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
  • "ჰოფენჰაიმი" სტუმრად ოთხი მატჩია არ აგებს.
  • დემირბაი პირველი გერმანელია ამ სეზონში "ჰოფენჰაიმში", რომელმაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა.
  • იბიშევიჩს მინიმუმ 33 გოლი აქვს გატანილი გერმანიის სამ კლუბში ("ჰერტა", "ჰოფენჰაიმი", "შტუგარტი"). ასეთი რამ აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.
  • "აინტრახტი" შვიდი მატჩია არ აგებს (+6=1-0).
  • "აინტრახტი" ზედიზედ სამი მატჩია უცვლელი სასტარტო შემადგენლობით თამაშობს.
  • ჰალერი ზედიზედ შვიდი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • ცხრა გოლითა და ექვსი პასით, ჰალერი საუკეთესოა ბუნდესლიგაში "გოლი+პასის" სისტემით.
  • "დორტმუნდი" წაუგებელია მიმდინარე ჩემპიონატში.
  • "დორტმუნდს" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია მეორედ აქვს ისტორიაში. პირველად 2002-03 წლების სეზონში ჰქონდა და მაშინ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.
  • "დორტმუნდმა" სტუმრად ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
  • ალკასერმა ცხრიდან რვა გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა.
  • შეწყდა "ლაიპციგის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია.
  • შეწყდა "ლაიპციგის" 5-მატჩიანი "მშრალი" სერია.
  • "ლაიპციგს" ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ აქვს ძელისთვის მორტყმული ბურთი - შვიდჯერ.
  • "ნიურნბერგს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "ნიურნბერგს" სტუმრად 12 მატჩია არ მოუგია.
  • ჰარითმა შეწყვიტა 1145-წუთიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში.
  • "ვერდერმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.
  • "გლადბახი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც შინ ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
  • "გლადბახს" საკუთარ მოედანზე ცხრამატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • "გლადბახი" ზედიზედ 18 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
  • "ჰანოვერი" 19 მატჩია სტუმრად ვერ იგებს ბუნდესლიგაში. ეს სერია 2017 წლის 4 ნოემბერს დაიწყო.

ბუნდესლიგა. XII ტური
ლევერკუზენი-შტუტგარტი 2:0
გოლები: 1:0 ფოლანდი (76), 2:0 ფოლანდი (83)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ლ. ბენდერი (78. ვენდელი), ტა, ს. ბენდერი, იედვაი (66. ვაიზერი) - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (66. ალარიო) - ბელარაბი, ჰაფერცი, ბრანდტი - ფოლანდი.

ბაიერნი-ფორტუნა 3:3
გოლები: 1:0 ზიულე (17), 2:0 მიულერი (20), 2:1 ლუკებაკიო (44), 3:1 მიულერი (58), 3:2 ლუკებაკიო (77), 3:3 ლუკებაკიო (90+3)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - ხავი მარტინესი - გორეტცკა, მიულერი (90+1. ჰუმელსი), რენატო სანჩესი (80. რაფინია), რიბერი (70. რობენი) - ლევანდოვსკი.

ჰერტა-ჰოფენჰაიმი 3:3
გოლები: 0:1 დემირბაი (1), 0:2 კრამარიჩი (10), 1:2 იბიშევიჩი (12), 1:3 ბიჩაკჩიჩი (55), 2:3 ლეკი (71), 3:3 ლაზარო (87)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ფოგტი, ბიჩაკჩიჩი, შულცი - ნორდტვეიტი (88. ნელსონი) - აკპოგუმა, დემირბაი - კრამარიჩი (79. ბიტენკურტი), ჟოელინტონი, შალაი (69. ბელფოდილი).

აუგსბურგი-აინტრახტი 1:3
გოლები: 0:1 დე გუზმანი (1), 0:2 ჰალერი (47), 0:3 რებიჩი (68), 1:3 კორდობა (90)

მაინცი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ალკასერი (66), 1:1 კიასონი (70), 1:2 პიშჩეკი (76)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი (83. დიალო) - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, ბრუუნ ლარსენი (77. პულიშიჩი) - გიოტცე (64. ალკასერი).

ვოლფსბურგი-ლაიპციგი 1:0
გოლი: 1:0 რუსიონი (50)
ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, ორბანი (70. სარაკი), ჰალშტენბერგი (70. ოგუსტენი) - ლემერი (80. კუნია), ილსანკერი, დემე, ბრუმა - ვერნერი, პოულსენი.

შალკე-ნიურნბერგი 5:2
გოლები: 1:0 სკრჟიბსკი (27), 2:0 ჰარითი (32), 2:1 პალასიოსი (38), 3:1 ბურგშტალერი (70), 3:2 ზრელაკი (78) , 4:2 სკრჟიბსკი (84), 5:2 ოშჩიპკა (90+3)
შალკე: ფერმანი - სანე, სტამბული, ნასტასიჩი - კალიჯური, ბენტალები, რუდი (80. მასკარელი), ოშჩიპკა - სკრჟიბსკი (88. რაითი), ბუგრშტალერი, ჰარითი (86. შიოპფი).

ფრაიბურგი-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 ვალდშმიდტი (42-პენ.), 1:1 აუგუსტინსონი (90+2)

გლადბახი-ჰანოვერი 4:1
გოლები: 0:1 ვუდი (1), 1:1 ტ. აზარი (7), 2:1 ლანგი (44), 3:1 შტინდლი (58), 4:1 ზაკარია (77)
გლადბახი: ზომერი - ლანგი, გინტერი (40. იანტკე), ელვედი, ვენდტი - ნოიჰაუსი, შტრობლი, ჰოფმანი - შტინდი (81. რაფაელი), აზარი, პლეა (75. ზაკარია).

ბომბარდირები: 9 - ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), იოვიჩი (აინტრახტა); 8 - როისი (დორტმუნდი), ტ. აზარი (გლადბახი), პლეა (გლადბახი); 7 - ფინბოგასონი (აუგსბურგი), ლევანდოვსკი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
30 ნოემბერი. ფორტუნა-მაინცი.
1 დეკემბერი. დორტმუნდი-ფრაიბურგი, შტუტგარტი-აუგსბურგი, ვერდერი-ბაიერნი, ჰანოვერი-ჰერტა, ჰოფენჰაიმი-შალკე.
2 დეკემბერი. ლაიპციგი-გლადბახი, აინტრახტი-ვოლფსბურგი, ნიურნბერგი-ლევერკუზენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული