ბუნდესლიგა. XIII ტური: "დორტმუნდმაც" გაიმარჯვა და "ბაიერნმაც" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-13 ტურში "დორტმუნდმა" და "ბაიერნმა" გამარჯვებები მოიპოვეს.

"დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო "ფრაიბურგს", ხოლო "ბაიერნმა" სტუმრად 2:1 "ვერდერს".

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა ალკასერმა ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონატზე 8 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მათ შორის 9 შეცვლაზე, რაც რეკორდია.

"დორტმუნდის" თავკაცი ლუსიენ ფავრი ამ გუნდის პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით სასტარტო 13 შეხვედრაში არ დამარცხდნენ.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 81 365 მაყურებელი
დორტმუნდი - ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 როისი (40, პენ), 2:0 ალკასერი (90+1)

ბრემენი. "ვეზერშტადიონი". 42 100 მაყურებელი
გოლები: 0:1 გნაბრი (20), 1:1 ოსაკო (33),
1:2 გნაბრი (50)
გაძევება: მოისანდერი (90+2, ვერდერი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული