2 თებერვალს, ბუნდესლიგის მე-20 ტურში "ბაიერმა" "ბაიერნი" 3:1 დაამარცხა.
"ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატზე 10 ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო და 8-მატჩიანი წაუგებელი სერია (7 მოგება და 1 ფრე) შეწყვიტა - იმ მატჩში "რეკორდმაისტერმა" "დორტმუნდთან" იწვნია მარცხი.
"ბაიერნი" 42 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ "დორტმუნდს", რომელიც "აინტრახტს" დაუზავდა (1:1), 7 ქულით ჩამორჩა.
ლევერკუზენი. "ბაიარენა". 30 210 მაყურებელი
ბაიერი - ბაიერნი 3:1
გოლები: 0:1 გორეცკა (41), 1:1 ბაილი (53), 2:1 ფოლანდი (63), 3:1 ალარიო (87)