ბუნდესლიგა. XX ტური: მიუნხენის "ბაიერნი" ჩამოაქვეითეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნი" ნოემბრის შემდეგ არ აგებდა, შესანიშნავი სვლა ჰქონდა აღებული და პირველი ტაიმიც მოუგო სტუმრად "ლევერკუზენს".

თუმცა, ერთ ტაიმში ეს ყველაფერი მოიშალა. მეორე ნახევარში "ფარმაცევტების" შეჩერება შეუძლებელი გახდა, მით უმეტეს, "ბაიერნს" ამ სეზონში პირველად არ ჰყავდა მანუელ ნოიერი, რომელიც ტრავმის გამო არ თამაშობდა. ანგარიში ბეილმა ლამაზი საჯარიმოთი გაათანაბრა, ფოლანდმა კონტრშეტევა დაასრულა, საფინალო სასტვენის წინ კი ალარიომ მიუნხენელებს შანსი აღარ დაუტოვა.


"დორტმუნდმა" ბოლომდე ვერ ისარგებლა "ბაიერნის" მეოთხე წაგებით და მხოლოდ ერთი ქულა დაუმატა თავის უპირატესობას გათამაშების
ცხრილში.

ლიდერი სტუმრად თამაშობდა "აინტრახტის" წინააღმდეგ და პირველ ტაიმში შეეძლო მოგება. მას შემდეგ, რაც რაფაელ გერეირომ მარკო როისს გაატანინა, სტუმრებს კიდევ ორი ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდათ - ორივე როისს, რომელმაც ჯერ ერთი-ერთზე მეკარეს ვერ აჯობა, მეორედ კი ძელს გაარტყა. "აინტრახტმა" პირველივე ტაიმში გაათანაბრა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ლუკა იოვიჩის წყალობით და სხვაობა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის შვიდ ქულამდე დავიდა.


ამასობაში, ასევე შვიდ ქულას აგებს "დორტმუნდთან" "გლადბახი", რომელმაც სტუმრად "შალკეს" მოუგო და მეორე ადგილზე გადავიდა. გერმანიაში ჩემპიონატის ფინალი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ფაქტები
  • "ჰანოვერს" შინ ზედიზედ 5 მატჩი აქვს წაგებული და არც ერთში გოლი არ გაუტანია.
  • "ჰოფენჰაიმი" შინ 5 მატჩია ვერ იგებს.
  • "ჰოფენჰაიმისა" და "ფორტუნას" მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი - ნაგელსმანი (31 წლის) და ფუნკელი (65).
  • შეწყდა "ბაიერნის" შვიდმატჩიანი მოგებათა სერია და რვამატჩიანი წაუგებელი სერია.
  • "ლევერკუზენმა" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო.
  • "ლევერკუზენს" არ წაუგია ბოლო 8 ისეთი მატჩი, როცა ფოლანდი ახერხებდა გოლის გატანას.
  • ბეილმა დაასრულა 16-მატჩიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში. იამაიკელმა პირველად გაიტანა 2018 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ.
  • გორეტცკა ოთხი გოლით 2019 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
  • დავიდ ალაბამ 328-ე მატჩი ჩაატარა "ბაიერნში", რითაც გაუთანაბრდა ყველა დროის სიაში ული ჰიონესს.
  • შეწყდა "დორტმუნდის" სამმატჩიანი მოგებათა სერია.
  • როისმა ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა. მას არასოდეს ჰქონია პირველ 20 ტურში 13 გოლი.
  • "ჰერტას" ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს.
  • "ჰერტამ" შინ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
  • ვეგჰორსტს უფრო მეტი გოლი (7) აქვს გატანილი ამ სეზონში, ვიდრე "ვოლფსბურგის" ყველა ფორვარდს ერთად 2017-18 წლების სეზონში (6).
  • "ვოლფსბურგმა" შეწყვიტა "ჰერტასთან" ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია.
  • "ნიურნბერგმა" შეწყვიტა ექსმატჩიანი წაგებათა სერია.
  • "ნიურნბერგი" 14 ტურია ვერ იგებს.
  • "ნიურნბერგს" შინ რვა მატჩია არ მოუგია.
  • "ვერდერი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც ყველა მატჩში გაიტანა გოლი.
  • "გლადბახმა" ზედიზედ მესამედ მოიგო.
  • 20 ტურის შემდეგ 22 ქულა "შალკეს" ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
  • "გლადბახს" ზედიზედ შვიდი მატჩია არ წაუგია "შალკესთან" (+3=4-0).
  • "გლადბახის" ფეხბურთელებს შეცვლაზე ცხრა გოლი აქვთ გატანილი ამ სეზონში. უფრო მეტი მხოლოდ "დორტმუნდმა" გაიტანა (14).
  • "შტუტგარტმა" შეწყვიტა 4-მატჩიანი წაგებათა სერია.
  • ფინბოგასონმა შეწყვიტა 497-წუთიანი უგოლო სერია.
  • ფინბოგასონმა ამ სეზონში მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა.
  • "ფრაიბურგმა" ბოლო 18 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოუგო "შტუტგარტს" და ზედიზედ ცხრა მატჩია არ მოუგია.

ბუნდესლიგა. XX ტური
ჰანოვერი-ლაიპციგი 0:3
გოლები: 0:1 ჰალშენბერგი (45+4-პენ), 0:2 ორბანი (64), 0:3 ორბანი (85)
ლაიპციგი: გულაში (46. მვოგო) - კლოსტერმანი, ორბანი, კონატე, ჰალშტენბერგი - ლემერი, დემე (87. ოგუსტენი), ადამსი - ზაბიტცერი, პოულსენი, კუნია (81. ფორსბერგი).

ჰოფენჰაიმი-ფორტუნა 1:1
გოლები: 1:0 კრამარიჩი (16-პენ), 1:1 ჰენინგსი (47)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - გრილიტში, ფოგტი, პოში - ბრენე (71. შალაი), ამირი (61. ნელსონი), გაიგერი, დემირბაი, შულცი - კრამარიჩი, ჟოელინტონი (75. ბელფოდილი).

ლევერკუზენი-ბაიერნი 3:1
გოლები: 0:1 გორეტცკა (41), 1:1 ბეილი (53), 2:1 ფოლანდი (63), 3:1 ალარიო (88)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ჰაფერცი (45+1. ბაუმგარტლინგერი), არანგისი, ბრანდტი - ბელარაბი (90+2. პაულინიო), ფოლანდი, ბეილი (84. ალარიო).
ბაიერნი: ულრაიხი - რაფინია (79. სანჩესი), ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - კიმიხი, გორეტცკა - მიულერი (74. გნაბრი), ხამეს როდრიგესი (77. დევისი), კომანი - ლევანდოვსკი.

აინტრახტი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 0:1 როისი (22), 1:1 იოვიჩი (36)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, ვაიგლი, დიალო, ჰაკიმი - ვიტსელი, დილეინი - სანჩო (65. პულიშიჩი), როისი, რაფაელ გერეირო (77. ბრუუნ ლარსენი) - პაკო ალკასერი (86. გიოტცე ).

ჰერტა-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ვეგჰორსტი (65)

ნიურნბერგი-ვერდერი 1:1
გოლები: 0:1 ეგეშტაინი (64) 1:1 იშაკი (87)

შალკე-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 კრამერი (85), 0:2 ნოიჰაუსი (90+1)
შალკე: ნიუბელი - სანე, მაკენი, ნასტასიჩი - კალიჯური, რუდი (75. მატონდო), ბენტალები, სერდარი, ოშჩიპკა - უტი, კონოპლიანკა (61. ფერმანი).
გლადბახი: ზომერი - ლანგი, გინტერი, ელვედი, ვენდტი - ზაკარია (77. ნოიჰაუსი), შტრობლი (68. კრამერი), ჰოფმანი (83. ჰერმანი) - შტინდლი, პლეა, აზარი.
გაძევება: ნიუბელი (59. შალკე)

აუგსბურგი-მაინცი 3:0
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (8-პენ), 2:0 ფინბოგასონი (34-პენ), 3:0 ფინბოგასონი (54)

შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 0:1 ჰაბერერი (4), 1:1 ინსუა (75), 2:1 დიდავი (83), 2:2 ნიდერლეხნერი (90+4)
გაძევება: გომესი (89. შტუტგარტი)

ბომბარდირები: 14 - იოვიჩი (აინტრახტი); 13 - როისი (დორტმუნდი); 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლევანდოვსკი (ბაიერნი); 11 - ჰალერი (აინტრახტი), ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
8 თებერვალი. მაინცი-ლევერკუზენი.
9 თებერვალი. დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი, ლაიპციგი-აინტრახტი, გლადბახი-ჰერტა, ჰანოვერი-ნიურნბერგი, ფრაიბურგი-ვოლფსბურგი, ბაიერნი-შალკე.
10 თებერვალი. ვერდერი-აუგსბურგი, ფორტუნა-შტუტგარტი.

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე ბუნდესლიგაში დრო გაჩერდა, თამაშები აღარ იმართება?! საიმტერესოა ლორიას კლუბს რა შედეგები აქვს, ლორია როგორ თამაშობს?!
aburjga
12:55 07-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული