"დორტმუნდმა" აუტსაიდერი ვერ დაამარცხა და "ბაიერნი" სათოფეზე მიუახლოვდა

AutoSharing Option
18 თებერვალს, ბუნდესლიგის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში ლიდერი "დორტმუნდი" გასვლაზე "ნიურნბერგს" 0:0 დაუზავდა.

სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას კი ფლობდნენ, მომენტებოც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ფრეს დასჯერდნენ. ცნობისთვის, პირველ წრეში "დორტმუნდმა" "ნიურნბერგი" 7:0 გაანადგურა.

"დორტმუნდი" 51 ქულით ჯერაც პირველ ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან "ბაიერნს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

ლუსიენ ფავრის გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 5 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, "რეკორდმაისტერიც" წამოეწია და ალბათ, ჩემპიონთა ლიგიდანაც გავარდება.

24 თებერვალს, შემდეგ ტურში "დორტმუნდი" "ბაიერს" უმასპინძლებს.

ნიურნბერგი. "მაქს მორლოცკი". 50 000
მაყურებელი
ნიურნბერგი - დორტმუნდი 0:0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული