18 თებერვალს, ბუნდესლიგის 22-ე ტურის დასკვნით მატჩში ლიდერი "დორტმუნდი" გასვლაზე "ნიურნბერგს" 0:0 დაუზავდა.
სტუმრები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას კი ფლობდნენ, მომენტებოც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ფრეს დასჯერდნენ. ცნობისთვის, პირველ წრეში "დორტმუნდმა" "ნიურნბერგი" 7:0 გაანადგურა.
"დორტმუნდი" 51 ქულით ჯერაც პირველ ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან "ბაიერნს" მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.
ლუსიენ ფავრის გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 5 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, "რეკორდმაისტერიც" წამოეწია და ალბათ, ჩემპიონთა ლიგიდანაც გავარდება.
24 თებერვალს, შემდეგ ტურში "დორტმუნდი" "ბაიერს" უმასპინძლებს.
ნიურნბერგი. "მაქს მორლოცკი". 50 000
მაყურებელი
ნიურნბერგი - დორტმუნდი 0:0