23 თებერვალს, ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე "ჰერტას" 1:0 სძლია.
ზამთრის პაუზის წინ "ბაიერნის" "დორტმუნდთან" ჩამორჩენა კატასტროფული იყო და ვინ იფიქრებდ თუ დაეწეოდა.
უნდა ითქვას, ბერლინელებს გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეს და საკუთარ კარში მიიღეს ბურთი. ამ სეზონში პირველი გოლი ხავი მარტინესმა გაიტანა და "რეკორდმაისტერმა" პირველ წრეში წაგებისთვის რევანში აიღო.
მატჩის დასასრულს რეკიკმა ჩათვალა, რომ ლევანდოვსკი ეუხეშა, სახეში ხელი გაარტყა და წითელი ბარათიც მიიღო.
"ბაიერნმა" 51 ქულა დააგროვა და ლიდერ "დორტმუნდს" დაეწია, რომელსაც ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და
დღეს "ბაიერს" მასპინძლობს.
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თქვა, რომ ტახტზე წამოწვება და "დორტმუნდის" თამაშს მშვიდად უყურებს.
მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ჰერტა 1:0
გოლი: ხავი მარტინესი (62)
გაძევება: რეკიკი (84)