ბოლო დროს "რეკორდმაისტერისთვის" "გლადბახი" მთლად მოსახერხებელი მეტოქე ვერ არის, მაგრამ "ბაიერნი" თანდათან შედის ოპტიმალურ ფორმაში. გარდა ამისა, ნიკო კოვაჩის გუნდი ამ თამაშს ძალიან კარგ ხასიათზე ეგებება. საქმე ისაა, რომ "ბაიერნმა" დაიბევა "ლაიპციგისა" და გერმანიის ნაკრების ფორვარდი ტიმო ვერნერი, რომელსაც ზაფხულიდან თავის განკარგულებაში გადაიყვანს.
...ერთი სიტყვით, ძალიან კარგი თამაშის მოლოდინში
ვართ და ეს იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს "გლადბახმა" ტემპს მოუკლო - ერთმანეთის მიყოლებით წააგო ორი საშინაო მატჩი ("ჰერტასა" და "ვოლფსბურგთან") ერთი და იმავე ანგარიშით - 0:3. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ერთმანეთს ბუნდესლიგის მეორე და მესამე გუნდი ეთამაშება, მით უფრო, "ბაიერნი" რომ გყავს ოპონენტად, ეს უკვე ორმაგი მოტივაციაა და ყველა სირთულეს გავიწყებს. იმედია, დიდი მატჩის მოლოდინი არ გაგვიცრუვდება.
ლიდერი "დორტმუნდი" კი გასვლით მატჩს ჩაატარებს "აუგსბურგთან". რა თქმა უნდა, სტუმრები ფავორიტები არიან, მაგრამ მათ ბოლო დროს ჩავარდნებს შეგვაჩვიეს. ახლა ამის უფლება ლუსიენ ფავრის ბიჭებს ნამდვილად აღარ აქვთ. სხვა თუ არაფერი, სასწორზე საჩემპიონო ტიტული დევს და "ბაიერნიც" არ არის ის გუნდი, ვინმეს რამე რომ აპატიოს.
მასპინძელთა მთავარი საზრუნავი ახალგაზრდა ინგლისელის, ჯეიდონ სანჩოს შეჩერება იქნება. ეს უკანასკნელი ბოლო დროს გუნდის უდავო ლიდერად იქცა და მასზე ევროპული ფეხბურთის გრანდები ნადირობენ.
ფაქტები
"დორტმუნდისა" და "აუგსბურგის" ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა."ლევერკუზენისა" და "ფრაიბურგის" უკანასკნელი 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
"აინტრახტისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 3 თამაშში ორივემ გაიტანა.
"ჰერტასა" და "მაინცის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
"ნიურნბერგისა" და "ლაიპციგის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
"შალკემ" ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგო "ფორტუნას".
"გლადბახისა" და "ბაიერნის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
"შტუტგარტისა" და "ჰანოვერის" ბოლო 3 თამაშში ორივემ გაიტანა.
"ვერდერმა" მიჯრით 2 თამაში მოუგო "ვოლფსბურგს".
ბუნდესლიგა. XXIV ტური
პარასკევი, 1-ლი მარტი
აუგსბურგი-დორტმუნდი 23:30
შაბათი, 2 მარტი
შალკე-ფორტუნა 18:30ლევერკუზენი-ფრაიბურგი 18:30
აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 18:30
ჰერტა-მაინცი 18:30
ნიურნბერგი-ლაიპციგი 18:30
გლადბახი-ბაიერნი 21:30
კვირა, 3 მარტი
შტუტგარტი-ჰანოვერი 18:30ვოლფსბურგი-ვერდერი 21:00
ბომბარდირები: 14 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 13 - მარკო როისი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 12 - იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 11 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"