16 მარტს, ბუნდესლიგის 26-ე ტურში "დორტმუნდმა" "ჰერტას" სტუმრად 3:2 სძლია.
ამ შეხვედრაში "დორტმუნდი" ორჯერ აგებდა და მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
მსაჯმა მასპინძელთა ორი ფეხბურთელი გააძევა - ჯერ 85-ე წუთზე ტორუნარიგა მეორე ყვითელი ბარათით, ხოლო ბოლოს იბიშევიჩი პირდაპირი წითელი ბარათით, რომელმაც მოწინააღმდეგის მეკარეს, ბიურკის ბურთი თავში ესროლა.
"დორტმუნდი" 60 ქულით გალიდერდა და მეორე ადგილზე მყოფ "ბაიერნს" 3 ქულით უსწრებს, რომელიც 17 მარტს "მაინცს" მასპინძლობს.
"დორტმუნდის" 18 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა სანჩომ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მან ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა.
ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი". 74 649 მაყურებელი
ჰერტა - დორტმუნდი 2:3
გოლები: 1:0 კალუ (4), 1:1 დილეინი (14), 2:1 კალუ 35, პენ), 2:2 ზაგადუ (47), 2:3 როისი (92+2)
გაძევება: ტორუნარიგა (85), იბიშევიჩი (90+5)