6 აპრილს ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ბაიერნი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს. ეს არამარტო ამ ტურის, არამედ მიმდინარე პირველობის ცენტრალური და შესაძლოა, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩიც კი იყოს.
"დორტმუნდი" პირველ ადგილზეა და "ბაიერნს" 2 ქულით უსწრებს.
"ბილდის" ცნობით, "დორტმუნდს" საქომაგოდ თან 10 ათასზე მეტი გულშემატკივარი მიჰყვება.
მატჩი 75-ათასიან "ალიანც არენაზე" თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
"დორტმუნდს" შეიძლება ტრავმის გამო ვერ დაეხმაროს თავდამსხმელი პაკო ალკასერი, რომელმაც ამ სეზონში ბუნდესლიგაზე 21 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.